შალვა ბუკია

შალვა ბუკია

თიბისი ბანკი
ბიზნეს სესხების ექსპერტი
კურსდამთავრებულები
2014

„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატი 2014 წელს დავამთავრე. GAU-ში მუდმივად ვინარჩუნებდი სტუდენტთა რეიტინგში ტოპ პოზიციებსა და 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ვსარგებლობდი.

2014 წლის იანვარში, პატივი მქონდა გავმგზავრებულიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ამერიკაში 5 თვიანი სწავლის პერიოდში პარალელურად ვმუშაობდი მისურის შტატში ერთ-ერთ სახელგანთქმულ სასტუმროში, რომლითაც ნაწილობრივ ვფარავდი ჩემი სწავლის გადასახადს. ამერიკულმა სწავლის სისტემამ და იქაურმა გამოცდილებამ დიდი გავლენა იქონია ჩემს კარიერულ განვითარებასა და სამომავლო მიზნებზე.

GAU უმაღლესი დონის განათლებას სთავაზობს თავის სტუდენტებს. ამაში ამერიკაში სწავლის დროს განსაკუთრებით დავრწმუნდი, რადგან GAU-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან დამეხმარა საზღვარგარეთ წარმატების მიღწევაში.

გარდა ამ ყველაფრისა, GAU-ს უპირატესობა არის ის, რომ სტუდენტებს სწავლის პარალელურად მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ, მიიღონ სამუშაო გამოცდილება. ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ სტაჟირებების გავლა პირველი კურსის ბოლოდან დავიწყე - თავდაპირველად ამერიკის საელჩოში, სადაც ხუთი თვის განმავლობაში უამრავ სიახლეს გავეცანი, გამოვიმუშავე სხვადასხვა უნარები. ამერიკის საელჩოდან კი GAU-ს ერთ-ერთი ლექტორის რეკომენდაციით ბანკ რესპუბლიკას ფინანსურ დეპატრამენტში გავაგრძელე სტაჟირება. GAU-ში მიღებული ცოდნა აქაც ძალიან დამეხმარა რთული ფინანსური ოპერაციების დამუშავებასა და ანალიზში.

GAU-ში ჩაბარებას ვურჩევდი ყველას ვისაც სურს, რომ შეიძინოს დასავლური სტანდარტების ცოდნა, რომელსაც აქტიურად გამოიყენებს თავისი საქმიანობის ფარგლებში. GAU-ში სწავლა ნამდვილად ფასდება.  

ამჟამად ვმუშაობ TBC ბანკში SME ბიზნეს სესხების ექსპერტად.“

 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა