თინათინ ბარბაქაძე

კურსდამთავრებული

თინათინ ბარბაქაძე

თინათინ ბარბაქაძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)
სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
კურსდამთავრებულები
2014

„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამაგისტრო პროგრამა დავამთავრე 2014 წელს საერთაშორისო სამართლის განხრით. სწავლის პერიოდში დავიწყე მუშაობა GAU-ში სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერად.

GAU-ს უდიდეს უპირატესობად მივიჩნევ მაღალკვალიფიცირებულ ლექტორებს, რომლებიც ქმნიან მეგობრულ გარემოს და ორიენტირებულნი არიან სტუდენტმა მიიღოს საჭირო ცოდნა, რაც შემდგომი პროფესიული წინსვლისთვის არის აუცილებელი. GAU-ს პროგრამის წარმატებას უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ერთობლიბა. პრაქტიკული სწავლების კუთხით აუცილებლად აღსანიშნავია სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიული კლინიკა, სადაც შესაძლებელია სტუდენტმა მიიღოს უდიდესი გამოცდილება, რაც გაუადვილებს მას ამ სფეროში თავის დამკვიდრებას.

GAU-ს უამრავი უპირატესობის ჩამოთვლა შემიძლია, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ GAU საერთაშორისო სტანდარტებს სთავაზობს სტუდენტებს და ორიენტირებულია მათ წარმატებულ მომავალზე. GAU გაძლევთ უამრავ შესაძლებლობას, მთავარია შენ მოინდომო და სწორად გამოიყენო ის.

მე ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე  და მიხარია, რომ GAU-ს ნაწილი ვარ :)“

 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა