თორნიკე მოსიაშვილი
თორნიკე მოსიაშვილი
„ვფიქრობ, რომ სწორ დროს და სწორ ადგილზე აღმოვჩნდი, როცა 2006 წელს GAU-ს ბიზნესის სკოლის ახლადდაფუძნებულ სპეციალობაზე ჩავაბარე. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში პირველი უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც QUANTS-ის პროგრამა დანერგა და მე ამ სპეციალობის პირველი გამოშვების კურსდამთავრებული გავხდი. მოლოდინმა გაამართლა და შევიძინე ზუსტად ის პროფესია, რომელიც მინდოდა - მათემატიკის, პროგრამირებისა და ფინანსების ერთობლიობა. ეს გახდა წინაპირობა, რომ სწავლა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამაზე გამეგრძელებინა. MIT-ში გავხდი სპეციალური ჯილდოს პირველი მფლობელი, რომელიც 2016 წელს მაღალი აკადემიური მოსწრებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის მივიღე. ჩემს კურსზე, სადაც 120 სტუდენტი იყო მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი GAU-ში მიღებული საბაზისო ცოდნით.
GAU-ში არსებული პროგრამები, მეთოდიკა, მიდგომები, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი კურიკულუმი და სილაბუსი, პროფესიონალი ლექტორები და სწავლისთვის კომფორტული გარემო მომავალი წარმატების უპირობო გარანტიაა.“