Anti-Money Laundering (AML) - ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსი
Anti-Money Laundering (AML) - ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსი
კურსის/პროგრამის სახელწოდება: Anti-Money Laundering (AML) – ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსი
კურსის/პროგრამის ხანგრძლივობა:
-
კურსის ხანგრძლივობაა 4 კვირა (8 შეხვედრა; 24 საათი).
-
ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (სამშაბათი, პარასკევი).
-
ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი (19:00–22:00).
სამიზნე აუდიტორია:
პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დასაქმდეს ან აიმაღლოს კვალიფიკაცია AML სპეციალისტის, ოფიცრის ან მენეჯერის პოზიციაზე ფინანსურ და არაფინანსურ სექტორში.
კურსის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ბანკების, მიკროსაფინანსო და სადაზღვევო ორგანიზაციების, სახმელეთო და ონლაინ კაზინოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და სხვა იმ ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“.
პროგრამა ასევე განკუთვნილია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისთვის.
კურსის/პროგრამის შესახებ:
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) და საკონსულტაციო კომპანია Context Consulting ერთობლივად ახორციელებენ ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელ სასერტიფიკატო პროგრამას - Anti-Money Laundering (AML).
პროგრამა შემუშავებულია საქართველოს კანონით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
კურსის მიზანია ფინანსური და არაფინანსური სექტორისთვის კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი AML სპეციალისტების, ოფიცრებისა და მენეჯერების მომზადება, რომლებსაც ექნებათ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, რისკების შეფასების, საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენისა და შესაბამისი რეგულაციების პრაქტიკაში გამოყენების ცოდნა.
GAU-ს პარტნიორი საკონსულტაციო კომპანია Context Consulting (ს/კ 402187307) რეგისტრირებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში, როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიმწოდებელი.
კურსი/პროგრამა მოიცავს:
-
ფულის გათეთრების ისტორიული მიმოხილვა, გავრცელების ხერხები და მექანიზმები;
-
საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი მისია და საქმიანობა, საკანონმდებლო ბაზა და რეგულაციები;
-
ბენეფიციარი მესაკუთრის განსაზღვრა და მასთან დაკავშირებული საკითხები;
-
კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, შესაბამისი დოკუმენტაცია და პროცედურები;
-
ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, რეზიდენტისა და არარეზიდენტის სტატუსი;
-
გარიგებების სახეები - ერთჯერადი, მრავალჯერადი, საეჭვო, ზღვარს ზემოთ განხორციელებული, დანაწევრებული და სხვა ტიპის გარიგებები;
-
რისკების შეფასება, რისკზე დამყარებული მიდგომა და პროპორციული ზომები;
-
რისკების შეფასების მატრიცები და „იცნობდე შენს კლიენტს“ (Know Your Customer – KYC) პრინციპი;
-
თვითდეკლარაციის ფორმები და მათი გამოყენება;
-
ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიებთან დაკავშირებული საკითხები;
-
პოლიტიკურად აქტიური პირები (PEP) და მათთან დაკავშირებული რისკები;
-
ინფორმაციის მოძიება და დამუშავება ინტერნეტრესურსებისა და სხვა სანდო წყაროების გამოყენებით;
-
ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპები;
-
ანგარიშგების ფორმები და მონიტორინგის სამსახურთან დაკავშირებული პროცედურები;
-
საქმისწარმოება, დოკუმენტების შენახვისა და დაარქივების წესები, მათ შორის ელექტრონული აღრიცხვა;
-
AML სპეციალისტის, ოფიცრისა და მენეჯერის ფუნქციები და პასუხისმგებლობები;
-
საერთაშორისო სანქციები, მათი მნიშვნელობა და სანქციების დამწესებელი ორგანიზაციები;
-
კონკრეტული ქვეყნების მიმართ მოქმედი სანქციები და შესაბამისი ტიპოლოგიები;
-
ტრანზაქციების მონიტორინგი და საეჭვო ოპერაციების გამოვლენა;
-
საყურადღებო ნიშნები (Red Flags), საეჭვო ტრანზაქციების სცენარები და პრაქტიკული მაგალითები.
სწავლების მეთოდი:
კურსი ეფუძნება სწავლების ინტერაქციულ მეთოდს და აერთიანებს თეორიულ მომზადებასა და პრაქტიკულ სწავლებას.
სასწავლო პროცესი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რეალური შემთხვევების განხილვას, სიმულაციებს, ანგარიშგების ორგანიზაციული მართვის საკითხებსა და დისკუსიებს.
მონაწილეები იმუშავებენ სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციის ანალიზზე, რისკების შეფასებაზე, საეჭვო ოპერაციების იდენტიფიცირებასა და AML რეგულაციების პრაქტიკულ გამოყენებაზე.
კურსის გავლის შემდეგ:
-
გეცოდინება: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ძირითადი სამართლებრივი და პრაქტიკული მექანიზმები; კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურები; რისკზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენება; ტრანზაქციების მონიტორინგი; საეჭვო ოპერაციების გამოვლენა; ანგარიშგების, დოკუმენტაციისა და საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები.
-
შეძლებ: მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, AML პროცედურების განხორციელებაში მონაწილეობას, ფინანსური რისკების შეფასებას, საეჭვო ტრანზაქციების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას.
-
მიიღებ: კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება, რომლის წარმატებით გავლის საფუძველზე მონაწილეები მიიღებენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) და საკონსულტაციო კომპანია Context Consulting-ის ერთობლივ, კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
რეგისტრაცია:
კურსზე რეგისტრაციისთვის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ან მიმართონ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს მისამართზე: თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. №10.
ჯგუფში ადგილები შეზღუდულია. უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებიც განაცხადს პირველები წარადგენენ.
კურსზე სწავლა დაიწყება 20 ოქტომბერს!
რეკომენდაციები
სწავლის საფასური
Anti-Money Laundering (AML) - ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შესწავლის სასერტიფიკატო კურსის ღირებულებაა
1 200 ლარი.
ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.
20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:
- GAU-ს აქტიურ სტუდენტებს
- კურსდამთავრებულს
- ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.
- ორგანიზაციის თანამშრომლებს
საკონტაქტო ინფორმაცია
თამთა ნიშნიანიძე
უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge
გზავნილები
გალერეა
ტრენერები
ლალი ბაგრატიონი
ლალი ბაგრატიონი - იურიდიული კლინიკა „ჩემი ადვოკატის“ ტრენერ-ადვოკატი. გასულ წლებში იგი იყო საქართველოს პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის იურისტი - წა...
ლალი ბაგრატიონი - იურიდიული კლინიკა „ჩემი ადვოკატის“ ტრენერ-ადვოკატი. გასულ წლებში იგი იყო საქართველოს პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის იურისტი - წამყვანი სპეციალისტი; იუსტიციის მრჩეველი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სამოქალაქო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; რეგიონალური საბაჟო აღმოსავლეთის, ადმინისტრირებისა და სამართლერივ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი; იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
ეფემია ლორია
ეფემია ლორია - საკონსულტაციო კომპანია „Context Consulting”-ის დირექტორი. წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციებსა და პროგრამებში ადმინისტრაციულ და საოპერაციო მართვით პოზიციებზე. ფი...
ეფემია ლორია - საკონსულტაციო კომპანია „Context Consulting”-ის დირექტორი. წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციებსა და პროგრამებში ადმინისტრაციულ და საოპერაციო მართვით პოზიციებზე. ფინანსურ სექტორში - „საქართველოს ბანკში,“ „ვითიბი ბანკში,“ „იშ ბანკში“, სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაში“ საოპერაციო განყოფილების უფროსის, შიდა აუდიტის, შესაბამისობის და AML მენეჯერად მუშაობის გამოცდილება.
ინგა მუმლაძე
ინგა მუმლაძე არის სერთიფიცირებული AML სპეციალისტი (ICA), მრავალწლიანი გამოცდილებით ფინანსურ სექტორში.
მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს KYC პროცესებთან, რისკების შეფასებასთან და AML/CFT ...
ინგა მუმლაძე არის სერთიფიცირებული AML სპეციალისტი (ICA), მრავალწლიანი გამოცდილებით ფინანსურ სექტორში.
მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს KYC პროცესებთან, რისკების შეფასებასთან და AML/CFT რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებულ მიმართულებებს. იგი მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც მონაწილეობდა ზედამხედველობის ჩარჩოებისა და შესაბამისობის ინსტრუმენტების განვითარებაში.
კარიერის განმავლობაში ასევე საქმიანობდა კერძო სექტორში, მათ შორის გადახდებისა და ფინტექის სფეროში, სადაც ჩართული იყო შესაბამისობის პროცესების ორგანიზებასა და რისკების მართვაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მისი LinkedIn გვერდი:
არჩილ ჟიჟავაძე
არჩილ ჟიჟავაძე - რისკებისა და შესაბამისობის ხელმძღვანელი, რისკების მთავარი ოფიცერი (CRO) და ყოფილი საბანკო ზედამხედველი, საბანკო და საფინანსო სექტორში 20-წლიანი პროფესიული გამოცდილებით. მისი კარიერ...
არჩილ ჟიჟავაძე - რისკებისა და შესაბამისობის ხელმძღვანელი, რისკების მთავარი ოფიცერი (CRO) და ყოფილი საბანკო ზედამხედველი, საბანკო და საფინანსო სექტორში 20-წლიანი პროფესიული გამოცდილებით. მისი კარიერული გამოცდილება მოიცავს საქართველოს ეროვნულ ბანკში საბანკო ზედამხედველობას, კომერციულ საბანკო საქმიანობასა და ვირტუალური აქტივების სექტორს. არჩილს აქვს AML/CFT-ისა და ფინანსური დანაშაულის პრევენციის მიმართულებით მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება. საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობის პერიოდში მონაწილეობდა 100-ზე მეტ პრუდენციულ და AML/CFT შემოწმებაში, ასევე AML/CFT კანონმდებლობის, პრუდენციული რეგულაციებისა და ზედამხედველობის მეთოდოლოგიების შემუშავებაში. მისი პროფესიული კომპეტენციები მოიცავს KYC/CDD/EDD-ს, სანქციების სკრინინგს, ML/TF რისკების შეფასებას, PEP-ების იდენტიფიცირებას, STR მექანიზმებსა და ფინანსური დანაშაულის პრევენციას. არჩილს აქვს კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარიხსი საჯარო საერთაშორისო სამართალში. ასევე გავლილი აქვს საერთაშორისო პროფესიული პროგრამები საერთაშორისო სავალუტო ფონდში (IMF), ნიდერლანდების ცენტრალურ ბანკსა (DNB) და ვენის ერთობლივ ინსტიტუტში (JVI), მათ შორის ფულის გათეთრების თანამედროვე ტიპოლოგიებისა და გამოვლენის მექანიზმების მიმართულებით.