სამშენებლო სამართლის პრაქტიკული საკითხების სასერტიფიკატო კურსი
სამშენებლო სამართლის პრაქტიკული საკითხების სასერტიფიკატო კურსი
ქართულა ამერიკული უნივერსიტეტი „GAU” და “KD აკადემია” გთავაზობთ საქართელოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ აკრედიტირრებულ სასერტიფიკატო კურსს „სამშენებლო სამართლის პრაქტიკული საკითხები“
კურსი განკუთვნილია როგორც პრაქტიკოსი იურისტებისთვის და სამშენებლო სფეროში დასაქმებული პირებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს იცოდეს კანონით დაშვებული სამშენებლო ნორმები და გაეცნოს პრაქტიკის პრობლემებს რეალური მაგალითების საფუძველზე. კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნობიან სამშენებლო სფეროში მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს, პრაქტიკაში მათი გამოყენების პრობლემურ შემთხვევებს, ადმინისტრაციული ორგანოების და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე. სამშენებლო სამართალში მოქმედი ნორმების ძირითად ნაკლოვანებებს ,ასევე, მათი სწორად გამოყენება/განმარტების გზებს.
კურსზე განხილული იქნება :
- სამშენებლო სფეროში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები მშენებლობის უფლების მოპოვების მიზნით განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების სავალდებულო წინაპირობები საინვესტიციო რისკების შეფასების პროცესში ;
- მშენებლობის ნებართვის სტადიები;
- არქიტექტორული პროექტების შეთანხმება;
- ნებართვების გაცემა;
- მშენებლობის ზედამხედველობა;
- სამშენებლო სამართალდარღვევები;
- მშენებარე ობიექტში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების სპეციფიკა და პრობლემური საკითხების იდენტიფიკაცია
კურსის მიზანია:
- მონაწილეებმა შეისწავლონ ქართული სამშენებლო სამართლის სტრუქტურა, პრინციპები, საკვანძო ასპექტები, რათა შეძლონ სამართლებრივად სწორად შეფასონ პრაქტიკული
- საკითხები;
- გაზარდონ იურიდიული მომსახურების ხარისხი სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან თუ სხვა კერძო პირებთან ურთიერთობისას;
- გაიუმჯობესონ საჯარო დაწესებულებებთან შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის უნარი;
- შეძლონ სამშენებლო საქმიანობით დაინტერესებული პირებისთვის კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევა;
- შეძლონ უკეთ წარმოადგინონ კლიენტის ინტერესები სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
- კურსი დაფუძნებულია იმ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რასაც საქართველოში არსებული სამშენებლო კომპანიები აწყდებიან სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებთან,
- სასამართლო ხელისუფლებასთან, კონტრაქტორებთან და დამკვეთებთან ურთიერთობებში.
კურსის თემატიკა:
- ქალაქმშენებლობითი კანონმდებლობა და მშენებლობის დასაშვებობის წინაპირობები;
- გენერალური გეგმები და დე ფაქტო ექსპროპრიაციის პრობლემა;
- მშენებლობის განხორციელების საშუალებები;
- მშენებლობის ნებართვის პირველი სტადია;
- არქიტექტურული პროექტის შეთანხმება;
- მშენებლობის ნებართვის გაცემა;
- სამშენებლო რეგლამენტები არქიტექტურული პროექტის მომზადების პროცესში;
- მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები;
- შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილება;
- საავტორო უფლებები არქიტექტურულ პროექტზე;
- მშენებლობის უსაფრთხოება, მშენებლობის კონსერვაცია;
- დასრულებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება;
- მშენებლობის ზედამხედველობა და მისი სახეები
- სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება;
- სამშენებლო სამართალდარღევები.
სამშენებლო სამართლის პრაქტიკული საკითხების სასერტიფიკატო კურსის გავლით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს შეუძლიათ სავალდებულო კრედიტების (24 კრედიტი) დაგროვება.
პროგრამის ხანგრძლივობა:
სამშენებლო სამართლის პრაქტიკული საკითხების სასერტიფიკატო კურსის ხანგრძლივობა:
აკადემიური კალენდარი შედგება 2 კვირისგან
ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი)
ლექციის ხანგრძლივობა 3 საათი; 19:00-22:00 სთ.
სწავლა დაიწყება 30 ოქტომბერს.
პროგრამის გასავლელად საჭიროა:
შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)
რეკომენდაციები
სწავლის საფასური
სამშენებლო სამართლის პრაქტიკული საკითხების კურსის ღირებულებაა 690 ლარი. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.
20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:
- GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
- GAU-ს კურსდამთავრებულს!
- ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.
ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
საკონტაქტო ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
თამთა ნიშნიანიძე
უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი
(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge
გზავნილები
გალერეა
ტრენერები
უჩა ზაქაშვილი
უჩა ზაქაშვილი - სამართლის დოქოტორი, 2005 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სამართლის სფეროში; იგი უძღვება სამშენებლო სამართლ...
უჩა ზაქაშვილი - სამართლის დოქოტორი, 2005 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სამართლის სფეროში; იგი უძღვება სამშენებლო სამართლის სატრენინგო კურსებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ასევე, სამშენებლო სამართლის სასწავლო კურსს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა) და ილიას სახელმიწფო უნივერსიტეტში (ილიაუნი). იგი ასევე, უძღვებოდა ტრენინგს სამშენებლო სამართლის პრობლემურ საკითხებზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
დავით ჭურღულია
დავით ჭურღულია - სამართლის დოქტორი სამშენებლო სამართალში.
2007 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სამართლის სფეროში, კერძოდ მუშაობდა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახ...
დავით ჭურღულია - სამართლის დოქტორი სამშენებლო სამართალში.
2007 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სამართლის სფეროში, კერძოდ მუშაობდა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში იურისტის პოზიციაზე, ასევე თბილისის მერიის სსიპ-ქონების მართვის სააგენტოში იკავებდა ქონების განკარგვის განყოფილების უფროსის პოზიციას, ხოლო შემდეგ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. ამჟამად მუშაობს შპს „მაგთიკომი“-ს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ხელძღვანელის პოზიციაზე.
2017 წლიდან საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) უძღვება კურსს „სამშენებლო სამართალი“.
ნინო იოსელიანი
ნინო იოსელიანი - სამართლის დოქტორი, მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სამართალდარღვევი...
ნინო იოსელიანი - სამართლის დოქტორი, მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სამართალდარღვევის საქმისწარმოების სპეციალისტად.