ფინანსური მენეჯმენტი

მოკლევადიანი კურსები

ფინანსური მენეჯმენტი

კურსის/პროგრამის სახელწოდება: ფინანსური მენეჯმენტი

კურსის/პროგრამის ხანგრძლივობა: 

  • კურსის გაგრძელდება 9 კვირა, 54 საათი;
  • ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ (სამშაბათი, ხუთშაბათი);
  • ლექციის ხანგრძლივობაა 19:00 – 22:00 სთ;
  • სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

სამიზნე აუდიტორია: 

  • დაინტერესებული პირები, ვისაც სურს შეისწავლოს თანამედროვე ფინანსების ყველაზე აქტუალური საკითხები, საქართველოს და საერთაშორისო საფინანსო სისტემა;
  • კერძო ან/და საჯარო სექტორის თანამშრომლები, ვისაც აქვს ვიწრო სპეციფიკაციის გამოცდილება და სურს გაიღრმავოს ცოდნა ფინანსებში სხვადასხვა მიმართულებით.

ეს კომპლექსური კურსი გათვლილია მსმენელებისთვის საბაზისო ცოდნის შესაქმნელად ფინანსურ მენეჯმენტში, ინვესტიციების ანალიზისა და ფიანსურ მოდელირებაში. შესაბამისად ტრეინინგში მონაწილეობის მიღების მსურველებს არ მოეთხოვებათ ფინანსებში მნიშვნელოვანი ცოდნის ქონა, იმისათვის რომ თავი გაართვან მასალებს.

კურსი წარმოადგენს კომბინაციას ყველა იმ მნიშვნელოვანი თემის, რაც აქტუალურია დღევანდელ ფინანსურ სამყაროში და რაც უნდა იცოდეს წარმატებულმა ფინანსურმა მენეჯერმა. კურსის სილაბუსი იმგვარად არის შედგენილი, რომ მოიცვას სამი ძირითადი მიმართულებას: თანამედროვე საერთაშორისო ფინანსები, საქართველოს საფინანსო სექტორი და ბოლოს, მონაცემების დამუშავება და ანალიზი. კურსის განმავლობაში ყველაზე მეტი დრო დაეთმობა ფინანსურ მენეჯმენტსა და ანალიზს, გამომდინარე შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან.

სასწავლო მასალა და პრეზენტაციები წარმოდგენილი იქნება სტრუქტურიზებულად, ადვილად გასაგებად და ლოგიკურად. გამოყენებული თეორიული მასალა და პრაქტიკული მაგალითები იქნება უახლესი და თანამედროვე საფინანსო სექტორში (საქართველოსა და მსოფლიოში) არსებული სიტუაციის შესაბამისი.

კურსი/პროგრამა მოიცავს:

საჯარო ფინანსების მართვა და ამ სექტორის უკანასკნელი რეფორები

  • საჯარო ფინანსებისა და ფისკალური პოლიტიკის საფუძვლები
  • საბიუჯეტო რესურსის წყაროები და გამოყენება საჯარო სექტორში
  • სახელმწიფო ვალის მართვა, სახელმწიფო ინვესტიციების მართვა და ფისკალური რისკები

კორპორაციული ფინანსები და ინვესტიციების მენეჯმენტი

  • ფინანსური აღრიცხვის საფუძვლები (IFRS-ზე დაყრდნობით)
  • ფინანსური ანგარიშგების შემადგენელი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი
  • ფინანსური ანგარიშგების ანალიზი
  • ფულის ღირებულება დროში
  • აქციების და ობლიგაციების შეფასება
  • რისკის, სარგებლისა და  კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) შეფასება
  • ბიუჯეტირება და საოპერაციო პროგნოზირება
  • საბრუნავი კაპიტალის მართვა
  • თავისუფალი ფულადი ნაკადების  - FCFE და FCFF-ის შეფასება
  • კაპიტალური ბიუჯეტირება
  • პორტფელის მართვის პრინციპები და პორტფელის მართვის თანამედროვე თეორია (Modern Portfolio Theory - MPT)

ფინანსური მოდელირება

  • ფინანსური მოდელირების შესავალი
  • ფინანსური მოდელირება: საოპერაციო მოდელი (Operating Model)
  • ფინანსური მოდელირება: სამი ანგარიშგების ფინანსური მოდელი (Three Statement Model)
  • ფინანსური მოდელირება: დისკონტირებული ფულადი ნაკადების შეფასების მოდელი (DCF Valuation Model)

ექსელი ფინანსებისთვის

  • Excel-ის ფუნქციები ფინანსებისთვის (Lookup & reference ფუნქციები, Date & Time ფუნქციები, ლოგიკური, ტექსტური, ფინანსური ფუნქციები)
  • Data Validation, Conditional Formatting, Pivot Tables, Macros and Data Visualization
  • Data Analysis Tool Park, Solver, Goal Seek, Data Table.


კურსის გავლის შემდეგ:

კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ ადგილობრივი და საერთაშორისო თანამედროვე ფინანსების ფუნდამენტური ცოდნა. მონაწილეები მიიღებენ ან/და გაიღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ საკითხებში, როგორიცაა: კორპორატიული ფინანსები, ფინანსური მენეჯმენტი, ფინანსური ანალიზი და ანგარიშგება, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა. ამავე დროს, ყველა მონაწილე შეიძენს ახალ უნარ-ჩვევებს მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის თვალსაზრისით. მონაწილეები მიიღებენ აუცილებელ საბაზისო, ფუნდამენტურ ცოდნას თანამედროვე ფინანსებში, რომლის სამომავლო გაღრმავების შემთხვევაში მათ შეეძლებათ გახდნენ წარმატებული ფინანსური მენეჯერები, ფინანსური ანალიტიკოსები და ფინანსების სფეროში მოქმედი წამყვანი ფიგურები.

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

რეგისტრაცია: 
პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).

სწავლის დაწყების დღე 15 აპრილი!

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

ფინანსური მენეჯმენტი

ფინანსური მენეჯმენტის კურსის საფასურია 1200 ლარი. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში  მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.


საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

ლაშა კელიხაშვილი

ლაშა კელიხაშვილი ამჟამად სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ბიუჯეტის ანალიზის სამსახურს ხელმძღვანელობს, რომლის პასუხისმგებლობაშიც შედის საჯარო ფინანსებსა და ფისკალური პოლიტიკასთან დაკავშირებიული სხვადა...

ლაშა კელიხაშვილი ამჟამად სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ბიუჯეტის ანალიზის სამსახურს ხელმძღვანელობს, რომლის პასუხისმგებლობაშიც შედის საჯარო ფინანსებსა და ფისკალური პოლიტიკასთან დაკავშირებიული სხვადასხვა ანალიტიკური ანგარიშგების მომზადება და პერიოდულად, ეფექტიანობის აუდიტების ჩატარება.

ლაშა კელიხაშვილს მოპოვებული აქვს ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. 2024 წლიდან იგი არის, აშშ-ში დაფუძნებული CFA ინსტიტუტის ნაფიცი ფინანსური ანალიტიკოსი (CFA Charterholder).

ლაშა კელიხაშვილი GAU-ში უძღვება სასერთიფიკატო კურსს - „ფინანსური მენეჯმენტი“ . იგი სხვადასხვა დროს უძღვებოდა სალექციო კურსებს ფინანსური მენეჯმენტისა და ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და საქართველოს უნივერსიტეტში.


პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა