კარგი დისტრიბუციის პრაქტიკისა და შიდა აუდიტის სასერტიფიკატო კურსი
კურსის/პროგრამის სახელწოდება: კარგი დისტრიბუციის პრაქტიკისა და შიდა აუდიტის სასერტიფიკატო კურსი
კურსის/პროგრამის ხანგრძლივობა:
- კურსი შედგება 4 კვირისგან. (სულ: 8 ლექცია, 24 საათი).
- ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (ოთხშაბათი, შაბათი - ჯგუფთან შეთანხმებით შესაძლებელია დღეების კორექტირება).
- ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი. (19:00-22:00)
სამიზნე აუდიტორია:
ვინც ჩართულია ფარმაცევტულ საქმიანობაში ან დაინტერესებულია ფარმაცევტული მართვის შესწავლით;
დამწყები და მაღალი რგოლის მენეჯერები;
ასისტენტები, კოორდინატორები, მენეჯერები და სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირები, (რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ კვალიფიკაცია ფარმაცევტულ მენეჯმენტში);
ვისაც სურს დაიწყოს კარიერა ფარმაცევტულ მენეჯმენტში.
კურსი/პროგრამა მოიცავს:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) WHO&FIP რეკომენდაციები - სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის შესახებ;
- GDP (EU; ICH & WHO) მარგულირებელი დოკუმენტების ზოგადი მიმოხილვა;
- GDP ზოგადი მიმოხილვა. ძირითადი მოთხოვნები;
- GDP პრინციპები და პრაქტიკული ასპექტები;
- ხარისხის სისტემის დოკუმენტების (მეთოდური ინსტრუქციები, ოქმები, SOP) მენეჯმენტი. დოკუმენტების სასიცოცხლო ციკლი GDP მოთხოვნების ჭრილში.
- თვითინსპექტირება; შიდა აუდიტი; CAPA;
- ტემპერატურული რისკის მენეჯმენტი ფარმაცევტული მიწოდების ჯაჭვში /FMEA/ მეთოდიკა.
- FMEA (Failure modes and effects analysis) შესაძლებლობებისა და შეუსაბამობების ზეგავლენის ანალიზი ICH Q9 მიხედვით.
კურსის გავლის შემდეგ:
- გეცოდინება:
შეძლებთ - დამოუკიდებლად განახორციელოთ მაღალი დონის მენეჯერული საქმიანობები: ფარმაცევტული პროდუქციის მომარაგების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესების მართვა, ზედამხედველობა, მატერიალური, სასაქონლო რესურსებისა და ფარმაცევტული დაწესებულებების მართვა;
კონკურენტუნარიანი მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებას ფარმაცევტული საქმიანობის ისეთ სეგმენტებში, როგორიცაა: ფარმაცევტული პროდუქტის დისტრიბუცია, დასაწყობება, იმპორტი, ექსპორტი, ხარისხის კონტროლი, ლოჯისტიკა.
თანამედროვე მეთოდებითა და უახლესი მიდგომების გამოყენებით ფარმაციის მენეჯმენტში კომპლექსური პრობლემების გადაჭრისათვის ახალი იდეების გენერირებას და გზების ძიებას, ფარმაციის სისტემაზე/ორგანიზაციაზე/სექტორზე მოქმედი გარე და შიდა გამოწვევების კვლევას, ადმინისტრირებასა და მიღებული შედეგების კრიტიკულ ანალიზს, დასაბუთებული დასკვნების გაკეთებას, კომუნიკაციას აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან, ლიბერალური ღირებულების შეფასებას, მათ დამკვიდრებაში მონაწილეობის მიღებას.
- დასაქმდები:
კურსდამთავრებულებს ექნებათ ფარმაცევტული დისტრიბუციის სფეროში დასაქმების რეალური პერსპექტივა;
- მიიღებ:
კურსის დამთავრების შემდეგ ტარდება სასერტიფიკატო გამოცდა და გაიცემა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სერტიფიკატი.
სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა თემის მომზადება და პრეზენტაცია:
თემა/პრეზენტაცია შეიძლება იყოს, როგორც ინდივიდუალური ასევე გუნდური (არაუმეტეს 3 წევრისა)
მსმენელები იტოვებენ უფლებას პრეზენტაცია ჩაატარონ ღია ან დახურულ ფორმატში)
- რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/fwnO8
კურსზე სწავლა 12 ნოემბერს დაიწყება!
რეკომენდაციები
სწავლის საფასური
კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის (GDP) კურსის საფასური შეადგენს 1250 ლარს.
ღირებულების ნახევარს მსმენელი იხდის ლექციების დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარს 3 კვირის განმავლობაში. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:
- GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
- GAU-ს კურსდამთავრებულს!
- ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს
საკონტაქტო ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
თამთა ნიშნიანიძე
უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი
(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge
გზავნილები
გალერეა
ტრენერები
ზინაიდა (ტატა) ჭანტურია
- PhD, ფარმაცევტულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი.
- ევროპის ხარისხის ორგანიზაციის (European Organization for Qualit...
- PhD, ფარმაცევტულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი.
- ევროპის ხარისხის ორგანიზაციის (European Organization for Quality. Brussels) ხარისხის მენეჯმენტის სისტემის აუდიტორი/ ISO 9001; პროფესიული შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოების სისტემის აუდიტორი ISO 45001; სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის აუდიტორი ISO 22000.
- აქვს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში, კლინიკური კვლევის მენეჯმენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ექსპერტისა და ხარისხის მართვის დირექტორის პოზიციაზე.