ადამიანური რესურსების (HR) მემენჯმენტის სასერტიფიკატო კურსი

მოკლევადიანი კურსები

ადამიანური რესურსების (HR) მემენჯმენტის სასერტიფიკატო კურსი


      

კურსის/პროგრამის სახელწოდება: ადამიანური რესურსების (HR) მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი

კურსის ხანგრძლივობა:

  • კურსის გაგრძელდება 11 კვირა, 99 საათი;
  • ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, (ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს)19:00 – 22:00სთ;
  • სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

სამიზნე აუდიტორია: 

საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებს  და სხვა დაინტერესებულ პირებს გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა :

  • გაიღრმავოთ ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში
  • შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ პერსონალის ეფექტურად მართვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები
  • გაეცნოთ პერსონალის შერჩევის, მოტივირების, შეფასების და მართვის თანამედროვე მეთოდებს და ინსტრუმენტებს
  • გაიზიაროთ კოლეგების გამოცდილება
  • მიიღოთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე დარგის წარმატებული მენეჯერებისგან
  • აიმაღლოთ კვალიფიკაცია პრაქტიკოსებისა და პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტების დახმარებით

კურსი/პროგრამა მოიცავს: 

HR როლი და მნიშვნელობა ორგანიზაციაში

ორგანიზაცია და სტრუქტურა:

  • ორგანიზაციის არსი და მნიშვნელობა, დიზაინი
  • ორგანიზაციული სტრუქტურის ძირითადი ტიპები
  • სტრუქტურის გავლენა ორგანიზაციის ეფექტიანობაზე
  • ორგანიზაციული ცვლილებები და სტრუქტურული ტრანსფორმაცია
  • სტრუქტურის გავლენა ორგანიზაციულ კულტურაზე
  • თანამედროვე მიდგომები და ტენდენციები

ადმინისტრაციული პროცედურები

  • თანამშრომელთა მიღებისა და გათავისუფლების პროცედურები;
  • ადმინისტრირება და პროცესის მართვა;
  • თანამშრომელთა შვებულებებისა და დასწრებისა სისტემები

შერჩევა/რეკრუტინგი:

  • თანამშრომლების შერჩევევის სტრატეგია და შერჩევის ეტაპები;
  • AI და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი HR-ში;
  • ეფექტური IT რეკრუტინგი;
  • დამსაქმებლის ბრენდის (EB) შენების გზაზე შედეგიანი რეკრუტის მნიშვნელობა ორგანიზაციაში

ორგანიზაციული განვითარება

  • სამუშაო აღწერილობები და მათი მნიშვნელობა;
  • გრეიდების სისტემა;
  • HR მეტრიკა და ანალიტიკა;

პერსონალის შეფასებისა და განვითარება სისტემები

  • თანამშრომელთა შეფასების სისტემის არსი და მრავალფეროვნება;
  • პროფესიული და კარიერული განვითარება
  • L&D მნიშვნელობა და კავშირი შეფასების სისტემებთან;
  • კორპორატიული კულტურის შეფასება და ჰრ როლი.

ფეიროლი

  • სახელფასო სისტემის შექმნა და სახელფასო ბიუჯეტი;
  • სახელფასო კვლევის მოძიების გზები და მისი გამოყენების მნიშვნელობა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ფეიროლში;
  • სამართლიანი კომპენსაციის სისტემის მნიშვნელობა კომპანიის წარმატებასა და თანამშრომელთა მოტივაციისთვის.

ორგანიზაციული კულტურა და ბრენდინგი

  • ორგანიზაციული კულტურის შექმნის გზები;
  • თანამშრომელთა მოტივაციის მნიშვნელობა და მიდგომები;
  • კრიზისებისა და კონფლიქტების მართვა
  • დამსაქმებლის ბრენდის მართვა

ქოუჩინგი

  • ქოუჩინგი და მისი გამოყენება HR მენეჯმენტში
  • ქოუჩინგის ძირითადი პრინციპები და ქოუჩინგური კომპეტენციები HR-ებისთვის
  • ქოუჩინგური კომპეტენციები HR-ებისთვის, მისი გამოყენებით თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდა და ორგანიზაციული კულტურის მართვა ქოუჩინგური ინსტრუმენტების მეშვეობით

მრავალფეროვნების მართვა 

  • საქართველოს შრომითი კანონმდებლობა
  • ძირითადი მარეგულირებელი აქტები და შრომის კოდექსი;
  • შრომითი დავები და სასამართლო ქეისები;
  • პერსონალური მონაცემების დაცვა

შრომითი სამართალი 

  • საქართველოს შრომის კოდექსი და მისი ძირითადი მიმართულებები;
  • შრომითი ურთიერთობები და ხელშეკრულების ფორმები;
  • შრომითი ურთიერთობების დასრულების სამართლებრივი მექანიზმები;
  • პერსონალური მონაცემების დაცვა და მარეგულირებელი აქტები.

კურსის გავლის შემდეგ:  - თქვენ მიიღებთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერტიფიკატს, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება თქვენი პროფესიული ბიოგრაფიისთვის.


რეგისტრაცია: პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).


ჯგუფში ადგილები შეზღუდულია.შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს.


სწავლის დაიწყება 15 აპრილს!

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

ადამიანის რესურსების მართვის კურსის ღირებულებაა 1500 ლარი. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში, აგრეთვე, სტუდენტებისათვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. ასევე, სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს. 


საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

ნინო კევლიშვილი

15 წლიანი გამოცდილება HR-ში,  როგორც შერჩევის და ტალატების მართვის, ასევე სწავლება და განვითარების, შიდა კომუნიკაციების, HR პროექტების მართვის მიმართულებით. ამჟამად Tech კომპანია Sky Group - ი...

15 წლიანი გამოცდილება HR-ში,  როგორც შერჩევის და ტალატების მართვის, ასევე სწავლება და განვითარების, შიდა კომუნიკაციების, HR პროექტების მართვის მიმართულებით. ამჟამად Tech კომპანია Sky Group - ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პარალელურად რამდენიმე კომპანიის HR კონსულტანტი და მენეჯმენტის მენტორი. ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრის პირველი ხარისხი - ჯიპა მედია მენეჯმენტის განხრით, ხოლო მეორე თავისუფალი უნივერსიტეტის MBA. ამავდროულად, სერტიფიცირებული საერთაშორისო ქოუჩი. გავლილი აქვს მართვის ფსიქოლოგია, NLP, ადამიანების მენეჯმენტი კურსები და დაინტერესებულია ახალი პროფესიის შეძენით. ამჟამად ეუფლება პროფესიული ფსიქოლოგიის ინტენსიურ პროგრამას.

სალომე ფანცალაშვილი

შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრი; 14 წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით საბანკო, სტუმარმასპინძლობისა და რითეილის სფეროში. საკონსულტაციო კომპანია "STREAM" - HR...

შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრი; 14 წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით საბანკო, სტუმარმასპინძლობისა და რითეილის სფეროში. საკონსულტაციო კომპანია "STREAM" - HR კონსულტანტი, კომპანია "ისი პარი"-ის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.

თეონა კენედი

ორგანიზაციული განვითარებისა და მართვის პროფესიონალი, მმართველობითი გამოცდილების 20+ წლიანი ექსპერტი. საკონსულტაციო კომპანია ლიდქრაფტის დამფუძნებელი, მშენებლობის მართვის კომპანია „CMC“-ს ადამიანური ...

ორგანიზაციული განვითარებისა და მართვის პროფესიონალი, მმართველობითი გამოცდილების 20+ წლიანი ექსპერტი. საკონსულტაციო კომპანია ლიდქრაფტის დამფუძნებელი, მშენებლობის მართვის კომპანია „CMC“-ს ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მისი მრავალფეროვანი გამოცდილება მოიცავს საკვანძო პოზიციებს სხვადასხვა ინდუსტრიაში, როგორიცაა საკონსულტაციო, ნავთობის იმპორტი და დისტრიბუცია, საცალო გაყიდვები, სტუმარ-მასპინძლობა, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება და სამშენებლო სფეროები.  წლების განმავლობაში მართვის აკადემიის ტრენერი იყო ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, დღემდე მოწვეული ლექტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მარინა კუჭუხიძე

20 წელზე მეტი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით ბინესის სხვადასხვა სექტორის, არასამთავრობო და სამთავრობო, მედიის და  მათ შორის საერთაშორისო ...

20 წელზე მეტი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით ბინესის სხვადასხვა სექტორის, არასამთავრობო და სამთავრობო, მედიის და  მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში. კონსულტირების და რეკომენდაციების გაწევის გამოცდილება როგორც ინდივიდუალურად, ასევე საერთაშორისო კონსულტანტებთან თანამშრომლობით, სხვადასხვა სფეროს ორგანიზაციებისთვის, რომელთა ზომა მერყეობს 10-დან 5 000 თანამშრომლამდე. ამჟამად საკონსულტაციო კომპანიის STREAM დირექტორი.

მაია რობაქიძე

25 წელზე მეტი აკადემიური გამოცდილება, ამჟამად ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტ...

25 წელზე მეტი აკადემიური გამოცდილება, ამჟამად ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი. ძირითადი კურსები: შრომისა და ორგანიზაციულ ფსიქოლოგია, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, მომხმარებლის ფსიქოლოგია; კვლევითი პროექტების ხელმძღვანელობა შრომისა და ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში, რამდენიმე სტატიის ავტორი საერთაშორისო და ქართულ სამეცნიერო ჟურნალებში. 20+ გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, მათ შორის მმართველ პოზიციებზე სხვასხვა ბიზნეს სფეროებში: საცალო ვაჭრობა, დისტრიბუცია, ფარმაცია, ჰოსპიტალური სექტორი, სადაზღვევო სფერო, ტელეკომუნიკაცია. ამჟამად აკადემიურ სფეროში მუშაობას უთავსებს ბიზნეს-საკონსულტაციო საქმიანობას. ძირითადად ორგანიზაციებთან მუშაობს ორგანიზაციული კვლევების,  ტალანტების მართვის, დამსაქმებლის ბრენდინგისა და შესრულებული სამუშაოს მართვის სისტემების განვითარების მიმართულებით.

ნინა ბართაია

HR მართვის 16 წლიანი გამოცდილება,14 წელი „აჭარა ჯგუფის“ (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსები ყაზბეგი, თბილისი,ბაკურიანი, სტამბა, ფაბრიკა და სხვა), ტურიზმის განვითარების პროექტების კონსულტანტი, SCS დამფუძნ...

HR მართვის 16 წლიანი გამოცდილება,14 წელი „აჭარა ჯგუფის“ (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსები ყაზბეგი, თბილისი,ბაკურიანი, სტამბა, ფაბრიკა და სხვა), ტურიზმის განვითარების პროექტების კონსულტანტი, SCS დამფუძნებელი და დირექტორი (HR საკონსულტაციო), შატო და მეღვინეობა მოსმიერის ბიზნეს განვითარების მრჩეველი.

თეა გველესიანი

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულების დოქტორანტი/ლექტორი.

ინტერაქტიული სწავლების 20 წლიანი გამოცდილების ფარგლებში მ...

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულების დოქტორანტი/ლექტორი.

ინტერაქტიული სწავლების 20 წლიანი გამოცდილების ფარგლებში მას ჩატარებული აქვს მრავალი ტრენინგი შემდეგ თემებზე: ეფექტური კომუნიკაცია, პრეზენტაციის ტექნიკა, საჯარო გამოსვლა, მოლაპარაკებები, გუნდური მუშაობა, კონფლიქტების მართვა, ფასილიტაცია, მრავალფეროვნების მართვა, ადვოკატირება, ეფექტური მომსახურება, გაყიდვა და სხვა.

ნინო კიკნაველიძე

10 წლიანი გამოცდილება HR მიმართულებით, როგორც რეკრუტირების, ასევე, ბიზნეს პარტნერინგის, დამსაქმებლის ბრენდის მართვის და თანამშრომლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნის კუთხით. ამჟამად People Expe...

10 წლიანი გამოცდილება HR მიმართულებით, როგორც რეკრუტირების, ასევე, ბიზნეს პარტნერინგის, დამსაქმებლის ბრენდის მართვის და თანამშრომლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნის კუთხით. ამჟამად People Experience დეპარტამენტს ხელმძღვანელობს აჭარაბეთში. იგი Senior Professional in Human Resources - International™ (SPHRi™) სტატუსის მფლობელია და სერტიფიცირებული World Class Employer Branding Professional-ი.

ნინო ბერუაშვილი

ფლობს ადამიანური რესურსების მართვის და სწავლების სფეროში 15+ წლიან გამოცდილებას სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში ისეთ საპასუხისმგებლო მენეჯერულ პოზიციებზე, როგორიცაა ეროვნული ბანკის HR სამსახურის ...

ფლობს ადამიანური რესურსების მართვის და სწავლების სფეროში 15+ წლიან გამოცდილებას სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში ისეთ საპასუხისმგებლო მენეჯერულ პოზიციებზე, როგორიცაა ეროვნული ბანკის HR სამსახურის უფროსი, იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის დირექტორი და ა.შ. ამჟამად არის საერთაშორისო ორგანიზაციის ,,იუნგიანური ქოუჩინგის საერთაშორისო სკოლის” გენერალური მენეჯერი. გარდა ამისა, ნინო მუშაობს ორგანიზაციული განვითარების სფეროში, როგორც ექსპერტი და კონსულტანტი, განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი სხვადასხვა საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით (Counsil of Europe, EU, EUIPO, GIZ, USAID და ა.შ.) იგი ფსიქოლოგიის მაგისტრია, გავლილი აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლიდერობის პროგრამა (Advanced Leadership Program). ასევე, იგი გახლავთ სერტიფიცირებული ქოუჩი (Erickson International; Jungian International School, Coaching rising), ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებული ტრენერი (Rochemartin London). პარალელურად დაკავებულია აკადემიური საქმიანობით არაერთ უნივერსიტეტში.

ლიზა გეჯაძე

პროფესიით იურისტი, რომელსაც გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება შრომით ურთიერთობებთან და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით. კარიერა დაიწყო იურისტად, თუმცა პროფესიული ინტერესი ადამიანის რესურ...

პროფესიით იურისტი, რომელსაც გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება შრომით ურთიერთობებთან და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით. კარიერა დაიწყო იურისტად, თუმცა პროფესიული ინტერესი ადამიანის რესურსების სფეროსკენ გადაინაცვლა, სადაც უკვე რამდენიმე წელია საქმიანობს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში.

მისი სამართლებრივი ცოდნა, განსაკუთრებით შრომითი სამართლის მიმართულებით, წარმატებით ერწყმის HR პრაქტიკას და ეხმარება როგორც კომპანიებს, ისე სტუდენტებს შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლების გაგებაში.

ამჟამად ლიზა აგრძელებს აკადემიურ განვითარებას შვეიცარიაში, სადაც სწავლის პარალელურად აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში.

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა