GAU ესპანური ცენტრი IBERIA

მოკლევადიანი კურსები

GAU ესპანური ცენტრი IBERIA

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბაზაზე ფუნქციონირებს ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი იბერია, რომელიც 2008 წელს მადრიდში დაარსდა და დღესდღეობით თანამშრომლობს ესპანეთის წამყვან უნივერსიტეტებთან და ენის სასწავლო ცენტრებთან. ცენტრის მიზანია, ხელი შუეწყოს ესპანური ენისა და კულტურის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ასევე, საქართველოს კავშირების გაძლიერებას ესპანურენოვან საზოგადოებებთან.

ცენტრი გთავაზობთ სტუდენტზე მორგებულ სხვადასხვა პროგრამას, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია საერთაშორისო სერტიფიკატის აღება, საზაფხულო სკოლებში მონაწილეობა, სტაჟირებების გავლა ესპანეთში, სტუმარი სტუდენტის სტატუსით სარგებლობა და ა.შ.

GAU-ს ესპანური ცენტრი გთავაზობთ ესპანური, გერმანული, იტალიური და პორტუგალიური ენების A1, A2, B1, B2.C1, C2 დონის კურსებს, ასევე Dele-ს მოსამზადებელ კურსებს. 

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხანგრძლივობა 1 საათი.
  • განსაზღვრული გრაფიკის მიღმა სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა თავისუფალი დასწრებით:

                 დაესწრონ პრაქტიკულ ლექციებს Native Speaker-ებთან ერთად

                 დაესწრონ მათი სასწავლო გრაფიკის მიღმა არსებულ სხვა ჯგუფების ლექციებსაც.

  • კურსის ხანგრძლივობა: 6 თვე (კვირაში ორჯერ)
  • თითოეულ ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობა: 8-15 მსმენელი.
  • ენის კურსებს უძღვებიან ადგილობრივი (Native) და ქართველი მასწავლებლები.

  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: asociacioniberia@gmail.com ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 599 634 393

განსაკუთრებული საჩუქარი საუკეთესო სტუდენტს: თითო სასწავლო დონიდან აკადემიური მოსწრების, ლექტორის რეკომენდაციისა და გასაუბრების საფუძველზე გამოვლინდება საუკეთესო სტუდენტი, რომელიც გაემგზავრება 1 კვირით იმ ქვეყანაში, რომლის ენასაც ეუფლება. მიმღებ ქვეყანაში ყოფნის ხარჯებს, ბილეთის საფასურის გარდა, სრულიად ფარავს მასპინძელი ორგანიზაცია - ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი "Iberia".

რეგისტრაცია:
ესპანური ენის კურსის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, ხოლო ფრანგული, იტალიური, გერმანული ან პორტუგალიური ენის კურსის გასავლელად დარეგისტრირდით ბმულზე ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).
ჯგუფში ადგილები შეზღუდულია. შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს.

სწავლა დაიწყება: 5 თებერვალს!

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

კურსის (ესპანური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, პორტუგალიური) ღირებულება გახლავთ თვეში 145 ლარი 

  • სპეციალური შეთავაზება: თვეში 115 ლარი
    • GAU-ს ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების აქტიურ სტუდენტებს;
    • GAU-ს კურსდამთავრებულებს;
    • მათ, ვისაც გავლილი აქვს ერთი ან მეტი სასერტიფიკატო კურსი GAU-ში;
    • GAU-ს თანამშრომლებს;
    • GAU-ს მეგობარი სკოლების მოსწავლეებს;
  • სპეციალური შეთავაზება GAU-ს Erasmus+ და გაცვლითი პროგრამით მოსარგებლე სტუდენტებს  - თვეში 100 ლარი 

    სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად. სტუდენტი იხდის შესაბამის თანხას ყოველთვიურად.

განსაკუთრებული საჩუქარი საუკეთესო სტუდენტს: თითო სასწავლო დონიდან აკადემიური მოსწრებისა და ლექტორის რეკომენდაციის საფუძველზე გამოვლინდება საუკეთესო სტუდენტი, რომელიც გაემგზავრება 1 კვირით იმ ქვეყანაში, რომლის ენასაც ეუფლება. მიმღებ ქვეყანაში ყოფნის ხარჯებს, ბილეთის საფასურის გარდა, სრულიად ფარავს მასპინძელი ორგანიზაცია - ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი "Iberia."


საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა