Microsoft Power BI - რეპორტინგი და მონაცემთა ანალიზი

მოკლევადიანი კურსები

Microsoft Power BI - რეპორტინგი და მონაცემთა ანალიზი

კურსის/პროგრამის სახელწოდება: Microsoft Power BI - რეპორტინგი და მონაცემთა ანალიზი


კურსის/პროგრამის ხანგრძლივობა:

  • კურსი შედგება 8 კვირისგან. (სულ: 16 ლექცია, 32 საათი).
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00სთ-21:00სთ)
  • ლექციის ხანგრძლივობაა 2 საათი.

სამიზნე აუდიტორია: კურსი განკუთვნილია მონაცემების რეპორტინგით, ანალიზით და ზოგადად მონაცემებთან მუშაობით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.

კურსი სასარგებლო და საინტერესო იქნება როგორც მათთვის, ვინც პირველად იწყებს კარიერას მონაცემთა რეპორტინგის და ანალიზის სფეროში, ასევე მათთვის, ვისაც უკვე აქვს მონაცემებთან მუშაობის გარკვეული გამოცდილება და სურს გააუმჯობესოს თავისი ცოდნა და უნარები.

მსმენელები გაეცნობიან Power BI რეპორტ დეველოპერის / მონაცემთა ანალიტიკოსის “მოგზაურობას” - უნარებს, ამოცანებს და პროცესებს, რომლების გავლაც მათ უწევთ მონაცემებით ისტორიის მოყოლისთვის.


კურსი/პროგრამა მოიცავს: 

შესავალი: Microsoft Power BI - რეპორტინგი და მონაცემთა ანალიზი

  • რა არის რეპორტინგი და მონაცემთა ანალიზი
  • Power BI-ის მიმოხილვა; მისი პოტენციალი
  • Power BI-ის კომპონენტების და ინტერფეისის გაცნობა
  • მონაცემების იმპორტი Power Bi-ში
  • მონაცემებთან კავშირის ტიპები: Import vs DirectQuery

Power Query (მონაცემთა ტრანსფორმაციები)

  • Power Query-ში მონაცემთა სხვადასხვა ტიპის ტრანსფორმაციები Custom Column / Conditional Column / Split Column
  • ცხრილების ერთმანეთზე დამატება და შერწყმა (Merge Queries; Append Queries)
  • ფაილების გაერთიანება (Combine Files)
  • პარამეტრები (Parameters) და მათი გამოყენება
  • Data Preview - Column quality; Column distribution; Column profile

მონაცემთა მოდელი (Semantic Model)

  • Semantic Model; Dimension & Fact ცხრილები
  • მონაცემთა მოდელის ტიპები; Star vs Snowflake schema
  • Relationships; Cardinality; Cross-filter direction
  • აქტიური და არააქტიური (Active&Inactive) რელაციები
  • Normalization; Denormalization; 
  • Implicit vs Explicit Measures

Power BI-ის ვიზუალები (Charts) და ელემენტები (Elements)

  •  ვიზუალების განხილვა და გაცნობა
  •  ელემენტების განხილვა და გაცნობა
  •  ვიზუალების და ელემენტების კონფიგურაცია; ფორმატირება
  •  პირობითი ფორმატირება (Conditional formatting)
  •  Custom visuals

ფილტრების ტიპები და ოპციები; მონაცემთა უსაფრთხოება (RLS)

  •  ფილტრების ტიპები და მათი ოპციები
  •  RLS (row-level security) - კონფიგურაცია და დატესტვა
  •   იერარქიების შექმნა
  • Drill mode (Drill up; Drill down)
  • ღილაკები და ნავიგაცია (Buttons & Navigation)

DAX (Data Analysis Expressions)

  • DAX ფუნქციები (Aggregation, Time intelligence, Information functions…)
  • DAX ოპერატორები
  • DAX ცვლადები
  • Data Table-ის შექმნა
  • ცხრილების შექმნა DAX-ის გამოყენებით

მონაცემების დაჯგუფება; ვიზუალების ინტერაქციები

  •   Data Groups
  •   Data Bins
  •   ვიზუალების ინტერაქციები
  •   Custom Tooltips
  •   Bookmarks; Slicers synchronization

Power BI Service პლატფორმა

  • რეპორტების გამოქვეყნება Power BI Service-ში და მათი გაზიარება
  • Workspace-ების შექმნა, მათი ოპციები და როლები (Admin vs Member vs Contributor vs Viewer)
  • მონაცემების განახლების კონფიგურაცია (Data refresh)
  • Power BI-ის ლიცენზიების ტიპები
  • Copilot-ის გამოყენება Power Bi-ში
  • Microsoft Fabric-ის მიმოხილვა

კურსის გავლის შემდეგ:

  • გეცოდინება: კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ Power BI-ის სრული შესაძლებლობების საბაზისო ცოდნა და უნარები, რომ მისი გამოყენებით დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ მონაცემთა სხვადასხვა წყაროებს, გააკეთონ სხვადასხვა ტიპის ტრანსფორმაციები, შექმნან მოდელები და გააკეთონ მონაცემთა ვიზუალიზაცია - ინტერაქციული რეპორტები. ასევე, ექნებათ ყველანაირი ცოდნა თუ როგორ და რა გზით გაიღრმავონ ცოდნა Power BI-ში რეპორტინგის / მონაცემთა ანალიზის მიმართულებით.
  • მიიღებ: კურსის ბოლო ლექციაზე ჩატარდება ტესტირება, რომლის საფუძველზეც კურსდამთავრებულები მიიღებენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სერტიფიკატს.
  • რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/XrdhC 


კურსზე სწავლა დაიწყება 29 სექტემბერს!

 

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

"Microsoft Power BI - რეპორტინგი და მონაცემთა ანალიზი" - სასერტიფიკატო კურსის ღირებულებაა 1 100 ლარიერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

ვასილ სიმონიშვილი

ვასილ სიმონიშვილი არის მაიკროსოფტის მიერ სერტიფიცირებული Power B...

ვასილ სიმონიშვილი არის მაიკროსოფტის მიერ სერტიფიცირებული Power BI Data Analyst, ასევე მაიკროსოფტის მიერ სერტიფიცირებული Fabric Analytics Engineer და Azure Enterprise Data Analyst. მას აქვს 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორებში (IT ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ასპექტების მართვა | მონაცემთა ანალიზი და რეპორტინგი (Power BI / Microsoft Fabric / Tableau) | მონაცემთა ინჟინერია | SQL Server / T-SQL | პროგრამირება (Visual Basic .NET) | Microsoft Office 365-ისა და Google Workspace-ის ადმინისტრირება… )

იგი 2021 წლიდან მუშაობს ფრანგულ IT კომპანიაში უცხოურ პროექტებზე, BI კონსულტანტის / მონაცემთა ინჟინერის პოზიციაზე. ასევე უძღვება საავტორო ტრენინგს „Microsoft Power BI - რეპორტინგი და მონაცემთა ანალიზი“ ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტსა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტში.


  

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა