GAU თბილისის პიარსკოლა

მოკლევადიანი კურსები

GAU თბილისის პიარსკოლა

           

GAU თბილისის პიარსკოლა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“-ს ერთობლივი პროექტია.

GAU თბილისის პიარსკოლის მისიაა საქართველოში პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სწავლების ინოვაციური და თანამედროვე მიდგომების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური მიღწევების დანერგვა-განხორციელება და ამ დარგში მაღალი დონის პროფესიონალური კადრების მომზადება.


კურსის/პროგრამის სახელწოდება: პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის სასერტიფიკატო კურსი


კურსის/პროგრამის ხანგრძლივობა:

  • კურსი შედგება 12 კვირისგან. (სულ: 36 ლექცია, 108 საათი).
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი).
  • ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი. (19:00-22:00)

სამიზნე აუდიტორია: 

ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროების სტუდენტები, რომლებსაც სურთ პრაქტიკული ცოდნის მიღება და კარიერის დაწყება პიარისა და მარკეტინგის სფეროში. 

ახალგაზრდა პროფესიონალები, რომლებიც გეგმავენ კარიერის დაწყებას ან პროფესიულ გადაორიენტირებას პიარის, მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით. მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები: მეწარმეები, რომლებსაც სურთ უკეთ გაერკვნენ მარკეტინგულ და საკომუნიკაციო სტრატეგიებში საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს ინტერესი პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროს მიმართ და სურს ამ მიმართულებით პროფესიული განვითარება.


კურსი/პროგრამა მოიცავს: 

კურსის ფარგლებში გაეცნობით 12 მიმართულებას:

• ეფექტური კომუნიკაციები

• მარკეტინგი

• მარკეტინგული კვლევა

• ბრენდინგი

• პიარი

• მედიამენეჯმენტი

• რეკლამა და მედიაგანთავსება

• ამბის თხრობის ხერხები

• სოციალური მედია

• ივენთმენეჯმენტი

• ვიზუალური კომუნიკაცია

• BTL


კურსის გავლის შემდეგ:

  • გეცოდინება

- მარკეტინგული კომუნიკაციისა და PR-ის ძირითადი პრინციპები

- საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება

- მედიასთან და სოციალურ მედიასთან მუშაობა

- ბრენდინგისა და რეკლამის სტრატეგიების შემუშავება

- ვიზუალური და ვერბალური კომუნიკაციის ეფექტური გამოყენება

- ღონისძიებების ორგანიზება და მართვა

- მარკეტინგული კვლევის ჩატარება და ანალიზი

- გუნდური მუშაობა და პროექტის პრეზენტაცია

  • დასაქმდები: კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს შეეძლება დასაქმება: სარეკლამო სააგენტოებში, პიარკომპანიებში, მარკეტინგულ დეპარტამენტებში, კორპორაციების საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში (კომუნიკაციების მიმართულებით), სახელმწიფო უწყებების პრესსამსახურებში და ა.შ.
  • მიიღებ: კურსის გავლის შემდეგ მიიღებთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სერტიფიკატს. პროგრამის 3 საუკეთესო სტუდენტი მიიღებს ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილ სარეკომენდაციო წერილს, რომელიც მას სამსახურის დაწყების დამატებით შესაძლებლობას მისცემს.
  • რეგისტრაციის ბმული: https://prschool.ge/ganackhadis-forma/  


დეტალურ ინფორმაციას გაეცანით GAU თბილისის პიარსკოლის ვებ გვერდზე და შეუერთდით პიარსკოლის გვერდს Facebook-ზე.

პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ან მობრძანდეთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) (თბილისი, მერაბ ალექსიძის 10).


კურსზე სწავლა დაიწყება 27 იანვარს!

რეკომენდაციები

სწავლის საფასური

პიარსკოლაში სწავლის საფასურია 1800 ლარი. თანხის გადახდა შესაძლებელია განვადებით

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.
  • შპს ჯეპრას "პიარკლუბის" წევრს.

ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში ვრცელდება 10%-იანი ფასდაკლება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ფასდაკლების სისტემა.

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge

გზავნილები

ტრენერები

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა