ღვინის ტურიზმის სასერტიფიკატო პროგრამა
ღვინის ტურიზმის სასერტიფიკატო პროგრამა მიზნად ისახავს მსმენელების მომზადებას ამ სფეროში წარმატებული კარიერისთვის. პროგრამის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ სიღრმისეულ ცოდნას ღვინის ტურიზმის კონცეფციის, ისტორიისა და საქართველოს ღვინისმწარმოებელი რეგიონების შესახებ. ისინი შეისწავლიან მარკეტინგულ კომუნიკაციებს, პროდუქტის შექმნასა და ფასწარმოქმნას, დეგუსტაციის ხელოვნებას, ღვინის სწორად შენახვასა და სერვირებას.
პროგრამა მოიცავს ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას, ღვინის დამზადების ტექნოლოგიებისა და კლასიფიკაციის განხილვას. მონაწილეები გაეცნობიან საერთაშორისო ტრენდებსა და საუკეთესო გამოცდილებებს ღვინის ტურიზმში. გარდა ამისა, საშუალება მიეცემათ თავად შექმნან ინოვაციური ტურები ან ღონისძიებები ღვინოსთან დაკავშირებით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მდგრადი პრაქტიკის მნიშვნელობას - ნარჩენების მართვის სტრატეგიებს, ენერგიის შენარჩუნებას ეკოლოგიურად სუფთა ინიციატივების მეშვეობით.
ღვინის ტურიზმის სასერთიფიკატო პროგრამა წარმოადგენს სრულყოფილ გზამკვლევს მათთვის ვინც დაინტერესებულია წარმატებული კარიერის განვითარებით ღვინის ტურიზმის მიმართულებით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
პროგრამის შექმნაზე იმუშავეს სექტორის როგორც ადგილობრივმა, ისე ესპანელმა ექპერტებმა საქართველოს ენოტურიზმის ასოციიდან და ესპანეთის ალკალას უნივერსიტეტიდან, რამაც განაპირობა პროგრამის როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.
პროგრამა განხორციელდება საქართველოს 2 ქალაქში:
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. 10
- თელავი - (კურსი მოიცავს როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე მეცადინეობას)
პროგრამის სტრუქტურა:
- პროგრამის ხანგრძლივობა - 5 თვე (20 კვირა)
- პროგრამა მოიცავს ლექციებს, მასტერკლასებსა და პრაქტიკას პარტნიორ ორგანიზაციებთან. წარმატებული სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას პროგრამის პარტნიორებთან.
- ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ
- ლექციის ხანგრძლივობა - 2.5 საათი (საღამოს, 7 საათის შემდგომ)
რეგისტრაცია:
პროგრამის გასავლელად საჭიროა შეავსოთ შესაბამისი სააპლიკაციო ფორმა:
დაშვების წინაპირობა:-
- სასკოლო ატესტატი
- სასაუბრო ინგლისური ენა, B1 დონე
ღვინის ტურიზმის სასერთიფიკატო კურსის მსმენელები შეისწავლიან:
- ღვინის ტურიზმის კონცეფციასა და ისტორიას, საქართველოს ღვინისმწარმოებელი რეგიონებს და მევენახეობის ზონებს
- ღვინის ტურიზმის ბიზნეს მოდელს და მარკეტინგული კომუნიკაციებს, პროდუქტის შექმნასა და ფასწარმოქმნას, ღვინის მომხმარებელთა სეგმენტაციას და გაყიდვების მართვას
- ღვინის დეგუსტაციის ხელოვნებას, ღვინისა და საკვების დაწყვილებას, ღვინის სწორად შენახვასა და სერვირებას, ღვინის სერვისის სტანდარტებს, ეტიკეტს და საჭირო ინვენტარს, ღვინის ბოთლის გახსნა/დასხმა/დეკანტაცის და ა.შ.
- წამყვან ქართულ ვაზის ჯიშებს, ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს და ღვინის კლასიფიკაციას.
- ღვინის ტურიზმში არსებულ საერთაშორისო ტრენდებს და საუკეთესო გამოცდილებებს, რაც მათ საშუალებას მისცემს შემდგომში თავად შექმნან და მართონ ღვინის ტურები, ასევე ღვინოსა და გასტრონომიასთან დაკავშირებული სპეციალური ღონისძიებები.
- ღვინის ტურიზმის მდგრად პრაქტიკას, ნარჩენების მართვას, ენერგიის შენარჩუნებას და ეკოლოგიურად სუფთა ინიციატივებს.
- ღვინის დეგუსტაციის დაგეგმვა/განხორციელებას, რესტორნებისა და კვების მომსახურების პრინციპებს, ღვინის ბარათის სტრუქტურას, სტუმრის მიღების პროცედურას, მომსახურების სხვადასხვა სახეობებს.
- მომხმარებლის მომსახურებისთვის კომუნიკაციის ტექნიკას, საჩივრების მართვას და სტუმრების კმაყოფილების უზრუნველყოფას.
- ღვინის ტურის გიდის ფუნქციას
კურსის თორიული მასალა მოიცავს:
ღვინის ტურიზმის გეოგრაფია
- საქართველოს ღვინის რუკა
- ენოტურიზმში ჩართული რეგიონები და მათი თავისებურებები
- ტურისტული ნაკადები და სეზონურობისთვის დამახასიათებლი ტურისტული აქტივობები
მევენახეობა-მეღვინეობა
- ქართული მეღვინეობის მცირე ისტორია და თანამედროვეობა
- ქართული ვაზის ჯიშები
- ღვინის დამზადების ძირითადი ტექნოლოგიური სქემები
- ქვევრი და ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგია
- ღვინოების კლასიფიკაცია და რეგიონალური მახასიათებლები
- ღვინის ბარათის შედგენა
ღვინის დეგუსტაციის ხელოვნება
- ღვინის დეგუსტაციის მიზნობიობის განსაზღვრა
- სხვადასხვა სახის დეგუსტაციის დაგეგმვა
- დეგუსტაციის ჩატარების ხერხები და მეთოდები
- ღვინის სერვისი
- ღვინის და საკვების შეხამების პრინციპები
სტუმრის მომსახურება
მდგრადობა და სოციალური პასუხისმგებლობა
- მდგრადობის კონცეფცია და მისი მნიშვნელობა
- ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა /ადგილობრივი პროდუქტების და სერვისების მოხმარება
ღვინის გიდი
- ღვინის ტურის მარშრუტის დაგეგმარება
- ღვინის ტურის მენეჯმენტი
- ტურის აქტივობების სწორად გადანაწილება
- ღვინის გიდის უნარ-ჩვევები
ღვინის ტურიზმის პროდუქტის შექმნა
ღვინის ტურიზმის მარკეტინგი
ღვინის ტურიზმის სასერთიფიკატო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ:
- კურსდამთავრებული სრულყოფილად იცნობს ღვინის ტურიზმის სფეროს და მსოფლიოსა და საქართველოში მოქმედ წამყვან მოთამაშეებს, რაც მას საშუალებას აძლევს უკეთ გაიგოს ინდუსტრიის დინამიკა.
- კურსდამთავრებული სიღრმისეულად იცნობს საქართველოს ენოტურიზმის გეოგრაფიიას, ღვინისმწარმოებელი რეგიონებისა და მევენახეობის ზონებს დეტალურად, ღვინის ტურიზმის კონცეფციასა და ისტორიას, ასევე რეგიონების მიხედვით განსაზღვრავს შესაბამის ენოტურისტულ აქტივობებს.
- კურსდამთავრებულს შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს როგორც ღვინის ტურები, ასევე სხვადასხვა ენოტურისტული აქტივობები. მას აქვს საჭირო ცოდნა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით - კერძოდ, ქართული ყურძნის ჯიშების და მათი ღვინოებად გარდაქმნის ტექნოლოგიის შესახებ. გარდა ამისა, იგი კარგად ერკვევა სხვადასხვა რეგიონის ღვინოებში, ყურძნის ჯიშებსა და დამზადების ტექნოლოგიებში.
- კურსდამთავრებულს შეუძლია შექმნას სადეგუსტაციო პაკეტები და დააორგანიზოს დეგუსტაციები სხვადასხვა მიზნობრიობისა თუ სტილის გათვალისწინებით, აფასებს შესაბამის პაკეტებს.
- კურსდამთავრებულს ესმის მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელობა და გეგმავს მიზნობრივ მარკეტინგულ აქტივობებს სხვადასხვა სეგმენტებზე.
- კურსდამთავრებულს შეუძლია შეადგინოს ღვინის ტურის მარშრუტი სეზონების მიხედვით ოპტიმალურად გადანაწილებული აქტივობებით.
კურსის სრულად გავლის შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ესპანეთის ალკალას უნივერსიტეტის მიერ დამოწმებულ საერთაშორისო სერტიფიკატს, წარმატებული კურსდამთავრებულებს კი ექნებათ პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების შესაძლებლობა.
კურსი დაიწყება 2024 წლის დეკემბერში!
*ღვინის ტურიზმის სასერთიფიკატო პროგრამა შეიქმნა USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” მხარდაჭერით.
რეკომენდაციები
სწავლის საფასური
ღვინის ტურიზმის სასერტიფიკატო პროგრამა ხორციელდება თბილისსა და თელავში
- თბილისის პროგრამის საფასური შეადგენს 1550 ლარს.
- თელავის პროგრამის საფასური შეადგენს 1240 ლარს.
10%-იანი ფასდაკლება განსაზღვრულია: ერთი კომპანიიდან 2 ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში
20%-იანი ფასდაკლება განსაზღვრულია: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია
თამთა ნიშნიანიძე
უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი
(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.edu.ge
თეო აბუთიძე
საინფორმაციო სამსახურის მენეჯერი
(+995) 555 212 400
.
teonaabutidze@gau.edu.ge
გზავნილები
გალერეა
ტრენერები
ზურა ქუთათელაძე
Golden Tulip Design Tbilisi-ის სასმელების და კვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სტუმარმასპინძლობის ს...
Golden Tulip Design Tbilisi-ის სასმელების და კვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის 9 წლიანი გამოცდილებით. მუშაობდა წამყვან ჰოსფითალითი კომპანიებში, როგორებიცაა Adjara Group და Silk Hospitality.
ნიკა დევიძე
მულტიფუნქციური სივრცე “რესპუბლიკას” სასმელების და კვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. აქვს სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. მუშაობდა წამყვან ჰოსფითალითი კომპანიებში, როგორე...
მულტიფუნქციური სივრცე “რესპუბლიკას” სასმელების და კვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. აქვს სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. მუშაობდა წამყვან ჰოსფითალითი კომპანიებში, როგორებიცაა Adjara Group და Silk Hospitality. ნიკა დევიძე არის საქართველოს სომელიეთა ასოციაციის სერტიფიცირებული სომელიე.
ლანა ოსიშვილი
ღვინის ტურიზმის მკვლევარი, Alte უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი.
აქვს ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება....
ღვინის ტურიზმის მკვლევარი, Alte უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი.
აქვს ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. მუშაობდა ცნობილ ღვინის მწარმოებელ კომპანიებში წამყვან პოზიციებზე, მარკეტინგის მიმართულებით.