Ivane Kavtaradze

Alumni

Ivane Kavtaradze

Ivane Kavtaradze

თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო დეპარტამენტი
ბუღალტერი
Alumni
2009

გაუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა 2009 წელს დავამთავრე და გაუ-ს პირველი გამოშვების კურსდამთავრებულთა რიცხვშიც მოვხვდი. ვსწავლობდი ძალიან ბევრ რთულ, მაგრამ ისეთ საგანს, რომელიც არ შედის კონკურენტი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში.

გაუ-ს ჩამოყალიბებისთანავე შეიქმნა მეგობრული ატმოსფერო სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის, ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ გაუ გამხდარიყო ერთ-ერთი ძლიერი და წამყვანი უნივერსტეტი საქართველოში, რომელიც შესთავაზებდა აბიტურიენტებს თანამედროვე ბიზნეს განათლებას და დანერგავდა მაღალ სტანდარტებს, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ევროპულ და ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემასთან.

გაუ-ს ეს მცდელობა აღმოჩნდა წარმატებული. შეიქმნა და ჩამოყალიბდა უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობდა თანამედროვე ლიტერატურას, მეგობრულ გარემოს, მაღალკვალიფიციურ ლექტორებს და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას.

გაუ გახდა წარმატებული უნივერსიტეტი, რომლის პირველი კურსდამთავრებულების უმრავლესობა საკმაოდ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმდა პრესტიჟულ კომპანიებში.

ასე რომ, მე რეკომენდაციას ვუწევ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას და მიმაჩნია, რომ თუ გსურს თანამედროვე ბიზნეს გარემოში გახდე კონკურენტუნარიანი პროფესიონალი გაუ ამისათვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

Sign in

Register

Thank You ! Your email has been delivered.