Nino Kovziridze

Alumni

Nino Kovziridze

Nino Kovziridze

Department of Diplomatic Protocol, Ministry of Foreign Affairs of Georgia
Division of working with senior delegations
Alumni
2016

„2016 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა. პირველი პროფესიული ნაბიჯი კარიერაში, სწორედ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ხელშეწყობით გადავდგი. ჯერ კიდევ მესამე კურსზე სწავლისას დავიწყე სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოში და შემდგომში, უკვე ბაკალავრის დამთავრებისას დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის თანამშრომელი გავხდი, სადაც მომეცა შესაძლებლობა მემუშავა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რაც დიპლომატისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია პროფესიულ წინსვლაში.

GAU ეს არის უნივერსიტეტი, სადაც სპეციალისტად ჩამოყალიბების ყველანაირი პირობაა შექმნილი, გვთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებს და ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულმა სტუდენტმა მიიღოს მაქსიმალური ცოდნა შემდგომი კარიერული წარმატებისთვის. დასავლურ მოდელებზე დაფუძნებული სასწავლო სისტემა საშუალებას იძლევა გავხდეთ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები საერთაშორისო ასპარეზზე.

ასევე სიამოვნებით განვაგრძობ სწავლას ჩემივე უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე, რადგან მიმაჩნია, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) იძლევა ერთ-ერთ საუკეთესო განათლებას საქართველოში!“



Sign in

Register

Thank You ! Your email has been delivered.