მობილობა

მობილობა

როგორ ხდება მობილობა GAU-ში?

შიდა მობილობა

წელიწადში ორჯერ, GAU-ს სტუდენტებს გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ შიდა მობილობით, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას შეიცვალოთ და სწავლა გააგრძელოთ GAU-ს შესაბამისი საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე.

შიდა მობილობის ვადები დგინდება უნივერსიტეტის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში. შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები განისაზღვრება  2024 წლის 16 სექტემრიდან 07 ოქტომბრის ჩათვლით;

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელსაც სურს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა უნივერსიტეტის ფარგლებში, განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის პრეზიდენტს 16 სექტემრიდან 05 ოქტომბრის ჩათვლით;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება პრეზიდენტის სახელზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • შესაბამისად დამოწმებული სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი).


გარე მობილობა

წელიწადში ორჯერ, შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრებში, გარე მობილობა გაძლევთ შესაძლებლობას შეიცვალოთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და სწავლა გააგრძელოთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მობილობის ვადებს ადგენს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით, აუცილებელია გაეცნოთ მობილობის პროცედურებს და მიყვეთ ეტაპებს:

  • სტუდენტმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე უნდა გააკეთოს განაცხადი მობილობაზე; 
  • სტუდენტმა უნდა გადაიხადოს დაწესებული მობილობის საფასური (40 ლარი) სს საქართველოს ბანკში;
  • სტუდენტი უნდა გაეცნოს მობილობის შედეგებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პორტალზე - პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში;
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტი უნდა გამოცხადდეს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში და წარმოადგინოს პირადი საქმის ასლი;
  • გაეცნოს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობას და წერილობით დაადასტუროს თანხმობა/უარი.

მობილობის სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დასაზუსტებლად დაუკავშირდით შესაბამისი პროგრამის აკადემიურ მენეჯერს.





ბაკალავრიატი

 საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილი


ბიზნესის ადმინისტრირება
8

ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)

5


სამართალი

7


საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია

7


მშენებლობა

4


ინფორმატიკა

7


ქართული ფილოლოგია

3


ინგლისური ფილოლოგია

6


ისტორია

2


დიპლომირებული მედიკოსის (MD) ერთსაფეხურიანი პროგრამა
10


მაგისტრატურა

საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილი


ბიზნესის ადმინისტრირება
2

საერთაშორისო ურთიერთობები
2

სამართალი
3

ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები (ერთობლივი)
2

ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა
2







  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში ელექტრონულად წარმოდგენის ვადა - 2022 წლის 2 აგვისტოდან - 2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.
  • მობილობის მსურველ პირთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის და საფასურის გადახდის ვადა: 2022 წლის 22 აგვისტოდან - 2022 წლის 7 სექტემბრის 18.00 საათამდე.
  • მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა - 2022 წლის 12 სექტემბრიდან - 2022 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგების შემთხვევაში სტუდენტი შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გამოცხადების, წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2022 წლის 9,10,12,13,14 სექტემბერი 
  • შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ აღიარებული კრედიტების თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა: 2022 წლის 15,16,17,19 სექტემბერი.
  • წერილობითი განაცხადი უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელზე;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი ან ასლი;
  • 2 ფოტოსურათი 3*4 (დისკთან ერთად);
  • სათანადოდ დამოწმებული სტუდენტის ნიშნების ფურცელი;
  • სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • სათანადოდ დამოწმებული უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (იგულისხმება - ჩარიცხვის ბრძანება, არსებობის შემთხვევაში კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანება, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/ შეწყვეტის  ბრძანება) ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა