• უნივერსიტეტის შესახებ გაუ-ს დასაქმების ცენტრი მუდმივად ეხმარება სტუდენტებს სასურველი სამუშაო ადგილების პოვნაში

GAU-ს კურსდამთავრებულები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

"მაგისტრატურის მე-2 კურსზე სწავლისას გაუ-ს შუამდგომლობით მიმიწვიეს გასაუბრებაზე სტაჟიორის პოზიციაზე Deloitte Consulting-ში, რომელიც საქართველოში ახორციელებს USAID-ის პროექტს „საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ (EPI Georgia). მინდა აღვნიშნო, რომ დიდი კონკურსის მიუხედავად, ყველა სასტაჟიორო ვაკანსიაზე GAU-ს სტუდენტები მიიღეს."

პროფესორები და ლექტორები

მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მომკვლევად. 1998-2002 წწ. იყო ასოციაცია ,,სამართალი და თავისუფლების" საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2003 წლიდან ს/ს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი''-ის იურისტი. იყო საადვოკატო ბიურო ,,სვანიძე და პარტნიორების" ადვოკატი.

დასაქმების ცენტრი

GAU-ს დასაქმების ცენტრის მიზანია უზრუნველყოს ეფექტური კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის, ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სასურველი სამუშაო ადგილების პოვნაში და უზრუნველყოს პარტნიორი ორგანიზაციები მაღალკვალიფიციური კადრებით.

GAU-ს დასაქმების ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:

  • ისეთი ღონისძებების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობენ სტუდენტებს რეზიუმეების სწორად შედგენისა და გასაუბრების უნარების გამომუშავებაში;
  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების CV-ების ბაზის წარმოება;
  • სტუდენტებისათვის სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
  • სტუდენტებისათვის შესაბამისი ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • დამსაქმებელთა სახით ახალი პარტნიორების მოძიება და მოთხოვნის შემთხვევაში არსებულ პატნიორთა მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ GAU-ს დასაქმების ცენტრის გვერდს

საკომუნიკაციო პირი:
ნანუცა კიკნაძე
მარკეტინგისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელის ასისტენტი 
ტელ: (+995 32) 220 65 20 - 314
მობ: 558 19 51 19 
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge