• უნივერსიტეტის შესახებ გაუ-ს ზოგადი განათლების დეპარტამენტი

GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

"GAU-მ გვასწავლა ყველა სიტუაციას შევხედოთ სხვადასხვა კუთხიდან, ვიაზროვნოთ მოცემული ჩარჩოების გარეთ, ვიპოვოთ ორიგინალური და კრეატიული გადაწყვეტილება ნებისმიერი პრობლემისათვის, არასოდეს შევწყვიტოთ ცდა რომ შევცვალოთ სიტუაცია ჩვენს ირგვლივ და ყოველთვის ვისწრაფოდეთ უკეთესისაკენ..."

პროფესორები და ლექტორები

მირიანი 2004 წლიდან მუშაობს სარეკლამო სფეროში, კერძოდ: ბეჭდვითი დიზაინის, სამგანზომილებიანი მოდელირებისა და ვიზუალიზაციის განხრით. მას აქვს მუშაობის გამოცდილება თანამდებობებზე: გრაფიკული პროგრამების პედაგოგი, დიზაინერი, მთავარი დიზაინერი...

ზოგადი განათლების დეპარტამენტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დეპარტამენტი ხელს უწყობს და ემსახურება GAU-ს ფაკულტეტებს - ბიზნესის სკოლას, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლას, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლას და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალურ სკოლას სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი კომპონენტების რეალიზაციაში და ახორციელებს ცალკეული სასერტიფიკატო კურსების ორგანიზებასა და შესაბამისი სასწავლო პროცესის მართვას.

GAU-ს წარმატებული სასერტიფიკატო კურსების რიცხვში შედის: GAU თბილისის პიარ სკოლა, ბუღალტერიის კურსი, GAU-ს სკოლების სასწავლო პროგრამებიდან არჩევითი სასერტიფიკატო კურსები.

გადმოტვირთე GAU-ს ზოგადი განათლების დეპარტამენტის დებულება