• აბიტურიენტის გზამკვლევი გაცვლითი პროგრამები უცხოეთის უნივერსიტეტებში

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

"GAU-ს გამოვყოფდი თავისი უნიკალური პროგრამითა და პროფესორებით, რომლებიც ქმნიან ფინანსების ისეთ სასწავლო პროგრამასა და სამეციერო ჯგუფს, რომელიც საქართველოში ერთადერთი და უნიკალურია..."

პროფესორები და ლექტორები

მადონა ღიბრაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, სხვადასხვა დროს გახლდათ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი, ადვოკატი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე სამართლებრივ საკითხებში...

პროგრამა GAU+აშშ

GAU აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის უნიკალურ პროგრამას გთავაზობს.

გახდი GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ან ბიზნესის სკოლის სტუდენტი, დაამთავრე ბაკალავრიატი წარჩინებით და GAU-ს რეკომენდაციის საფუძველზე მოგეცემა შესაძლებლობა უფასოდ გაიარო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აშშ-ს შემდეგ წამყვან უნივერსიტეტებში:

GAU ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, სადაც ასეთი პროგრამა არსებობს, ამის მიზეზია GAU-ს სასწავლო პროგრამებისა და ჩამოთვლილი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების კურსებისა და კრედიტების თანხვედრა და GAU-ს კონტაქტები აღნიშნულ უნივერსიტეტებთან, რაც ნიშნავს, რომ GAU-ს რეკომენდაციას ცნობენ და აღიარებენ ამ უნივერსიტეტებში.

პროგრამის ფარგლებში GAU უზრუნველყოფს სტუდენტების მომზადებას GRE-ისა და TOEFL-ის გამოცდებისათვის, რაც აუცილებელია ჩამოთვლილ უნივერსიტეტებში ჩარიცხვისათვის.  

პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა რაოდენობა შეზღუდული არ არის, ყველა წარჩინებულ სტუდენტს მიეცემა შანსი სწავლა გააგრძელოს ჩამოთვლილი უნივერსიტეტებიდან ერთერთში.

პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაესაუბრეთ ბიზნესის სკოლის დეკანს, თეიმურაზ ტორონჯაძეს და ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანს, კონსტანტინე კულიჯანოვს.