• აბიტურიენტის გზამკვლევი გაეცანი გაუ-ს პრიორიტეტებსა და უპირატესობებს

GAU-ს კურსდამთავრებულები

თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო დეპარტამენტი

"გაუ-ს ჩამოყალიბებისთანავე შეიქმნა მეგობრული ატმოსფერო სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის, ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ გაუ გამხდარიყო ერთ-ერთი ძლიერი და წამყვანი უნივერსტეტი საქართველოში, რომელიც შესთავაზებდა აბიტურიენტებს თანამედროვე ბიზნეს განათლებას..."

პროფესორები და ლექტორები

ნატალია ბაღდავაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვალის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ამჟამად ასრულებს ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამას. 2004 წლიდან გაიარა...

რატომ უნდა ჩავაბარო GAU-ში?

GAU გამოირჩევა როგორც უმაღლესი აკადემიური სტანდარტების შესაბამისი კადრების მომზადებით, ისე ინდივიდუალური მიდგომით სტუდენტებთან, ჩვენ მუდამ ვცდილობთ გავითვალისწინოთ სტუდენტის ინტერესები და შევუქმნათ მას სწავლისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო.

ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან კერძო, საჯარო და საერთაშორისო სტრუქტურებში და კონკურენტუნარიანები არიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველები კი GAU-ში მიღებული ცოდნის ბაზაზე იოლად ახერხებენ ჩაბარებას მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტებში. 

დასაქმების სტატისტიკა

პროფესიული ინგლისური ენა და სხვა კომპეტენციები

  • ჩვენთან საფუძვლიანი განათლებისა და პროფესიული ინგლისური ენის აქტიური ცოდნის მიღება ერთდროულად ხდება, რაც დასაქმების ბაზარზე და უცხოეთში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში GAU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას ანიჭებს. გაიგე დაწვრილებით თუ რა უნარებით იქნები გამორჩეული გაუ-ს დამთავრების შემთხვევაში.
  • GAU-ში სწავლის დაწყებამდე ინგლისური ენის ცოდნის დონე საკმარისია აკმაყოფილებდეს ეროვნული გამოცდების კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს. პროფესიული ინგლისური ენა (სპეციფიკური პროფესიული ლექსიკა, ფრაზეოლოგია და ა.შ.) GAU-ს თითოეულ სკოლაში სპეციალობის დაუფლების პროცესში ისწავლება.

უფასო მაგისტრატურა და დოქტორანტურა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში

სტიპენდიები და შეღავათები

  • GAU-ს სტიპენტიებისა და შეღავათების პაკეტის მიხედვით თითოეულ სკოლაში (ფაკულტეტზე) რეიტინგით პირველი სტუდენტი სრულად თავისუფლდება სწავლის გადასახადისგან, ხოლო მომდევნო ოთხი სტუდენტის სწავლის გადასახადზე ვრცელდება შეღავათები სხვადასხვა პროცენტულობით.
  • სწავლის გადასახადზე 20 %-იანი შეღავათი ვრცელდება ერთი ოჯახის უშუალო წევრებზე.
  • GAU-ში ჩარიცხული სტუდენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, გათავისუფლდება სწავლის გადასახადისაგან უნივერსიტეტის თითოეულ სკოლაში. სრული ინფორმაცია იხილეთ შიდა სტიპენდიების გვერდზე.

იაფი სტუდენტური სესხები

ახალი შენობა და თანამედროვე სასწავლო გარემო

  • ჩვენი ახალი შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე საუნივერსიტეტო სტანდარტებს, ფართო აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, კაფე, სპორტული დარბაზი, დიდი ეზო (სადაც იგეგმება სპორტული სტადიონის ორგანიზება) სტუდენტებს კომფორტულ და სასიამოვნო სასწავლო გარემოს უქმნის. შენობა უზრუნველყოფილია უსადენო ინტერნეტითა და მანქანების სადგომით. დაათვალიერეთ GAU-ს შენობის ფოტოგალერეა ან გვეწვიეთ GAU-ში მისამართზე მერაბ ალექსიძის 8.
  • 17:00 საათიდან 22:00-მდე გაუ-ს ემსახურება უფასო მიკროავტობუსი, რომელიც უნივერსიტეტიდან გადის ყოველ ნახევარ საათში ერთხელ წრიული მარშრუტით (გაუ-გმირთა მოედანი-კოსტავას ქუჩა-სპორტის სასახლე-GAU).