GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამაგისტრო პროგრამა დავამთავრე 2014 წელს საერთაშორისო სამართლის განხრით. სწავლის პერიოდში დავიწყე მუშაობა გაუ-ში სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერად. გაუ-ს უდიდეს...

პროფესორები და ლექტორები

1958 წლიდან მუშაობდა პარტიის ისტორიის ინსტიტუტში, შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში, 1973 წლიდან კი იყო პედაგოგიური უნივერსიტეტის კათედრის გამგე. მისი სამუშაო მოიცავს ასევე 1986-1989 წლებში ბაქოს ამიერკავკასიის უნივერსიტეტსა და 2010 წლიდან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (თბილისი) მუშაობას.

გია ტარიელაძე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: სამოქალაქო სამართალი

გია ტარიელაძემ 2009 წელს წარჩინებით დაასრულა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი, შემდეგ კი მაგისტრატურა. ამჟამად ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტია.

გია ტარიელაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. 2009 წლის მარტიდან მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (იურიდიული დეპარტამენტი - უფროსი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი), შემდეგ სსიპ - განათლების აკრედიტაციის (მოგვიანებით - განათლების ხარისხის განვითარების) ეროვნულ ცენტრში (სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური - მთავარი სპეციალისტი, სამმართველოს უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე).

გია ტარიელაძე 2012 წლის მარტიდან მუშაობას აგრძელებს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტში'' იურიდიული სამსახურის უფროსად და ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2013 წელს ის არჩეულ იქნა ,,ნიუ-ვიჟენ'' - უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად. 

გია ტარიელაძე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სპეციალიზაცია - სამოქალაქო სამართალი).

ფლობს ინგლისურ ენას.