ინფორმატიკა

GAU-ს ინფორმატიკის პროგრამა შექმნილია საუკეთესო პრაქტიკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრესის გათვალისწინებით და სრულად პასუხობს ზოგადი განვითარების ტენდენციებს.

პროგრამა საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულს იყოს კონკურენტუნარიანი და განვითარებაზე ორიენტირებული.


ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანი შეესაბამება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მისიას  და გულისხმობს:

  • ჩამოყალიბდეს მაღალი აკადემიური და ეთიკური სტანდარტების შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ეფექტურად იმუშავებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში და უზრუნველყოფს თანამედროვე მეთოდების დანერგვას.
  • შეიქმნას პირობები იმისათვის, რომ სტუდენტებმა გამოავლინონ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმუმი და მიღებული ცოდნის საფუძველზე შეიტანონ წვლილი სფეროს განვითარებაში.
  • ჩამოიყალიბოს კომპიუტინგის სფეროს ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს ალგორითმიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დაპროგრამების ტექნოლოგიების, მულტიმედიური და ვებ ტექნოლოგიების თეორიებისა და პრინციპების ცოდნას; კომპიუტერული გრაფიკის, ანიმაციის და დაპროექტების ორ და სამგანზომილებიანი სისტემების ცოდნას და მათ კრიტიკულ გააზრებას; დიზაინის-ინჟინერიის კომპლექსური საკითხების გაცნობიერებას; ზოგადი მენეჯმენტისა და მარკეტინგის, პროექტების მართვის და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, შესაბამისი ტერმინოლოგიის ცოდნას; სფეროს კომპლექსური საკითხების გაცნობიერებას.

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის უმთავრესი ამოცანაა იზრუნოს სტუდენტების დასაქმებაზე. ამასთან, უზრუნველყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის მოქნილი აკადემიური კალენდარი, რაც მისცემს მათ შესაძლებლობას ერთმანეთთან შეათავსონ სწავლა და მუშაობა.

პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა

ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის / ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. იხ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ანკეტა/კითხვარი.

GAU-ში ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციისას, საგანმანათლებლო პროგრამების / უნივერსიტეტების პრიორიტეტულ ჩამონათვალში მიუთითონ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი კოდი. 

ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა აგებულია ECTS სისტემის საფუძველზე. ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს აძლევს  ფართო არჩევანის შესაძლებლობას, დაგეგმოს საკუთარი პროფილი. დარგობრივი ინგლისური ენის განსავითარებლად პროგრამა ითვალისწინებს შესაბამის სასწავლო კურსებს.

კვალიფიკაციის მისაღებად, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რომელიც შეადგენს საბაკალავრო პროგრამაში შემავალი ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის (სავალდებულო და არჩევითი) სასწავლო კურსების და კომპონენტების  და თავისუფალი კომპონენტების კრედიტების ჯამს;

  • ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამის სავალდებულო სასწავლო კურსებში და კომპონენტებში  სტუდენტი აგროვებს 165 კრედიტს, მათ შორის პრაქტიკულ კომპონენტში 9 კრედიტს და კვლევით კომპონენტში - საბაკალავრო ნაშრომში 18 კრედიტს.
  • ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამის არჩევით სასწავლო კურსებში სტუდენტი აგროვებს საკუთარი ინტერესის გათვალისწინებით 63 კრედიტს პროგრამული უზრუნველყოფის, აპლიკაციების დეველოპმენტის და  მულტიმედიური დიზაინის მიმართულებიდან.
  • პროგრამა მობილობის და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობის მიზნით ითვალისწინებს თავისუფალ კომპონენტს. 
  • თავისუფალი კომპონენტის არჩევითი სასწავლო კურსებიდან სტუდენტი აგროვებს - 12 კრედიტს.
  • 12 კრედიტის დაგროვება სტუდენტს, ასევე, შეუძლია  შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები  აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 4 წელი -  8 სემესტრი.
  • წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.
  • პრაქტიკული კომპონენტი - 9 კრედიტი და კვლევითი კომპონენტი - საბაკალავრო პროექტი  - 18 კრედიტი გათვალისწინებულია მე-8 სემესტრში, რომელთა შესრულებაზე სტუდენტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაგროვებული აქვს 210კრედიტი.
  • პრაქტიკული კომპონენტის და კვლევითი კომპონენტის დეტალური აღწერა მოცემულია შესაბამის სილაბუსებში და თან ერთვის სასწავლო პროგრამას.


ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმა - იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*


საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმი


სწავლის საფასური

GAU-ში ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადია 3,600* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი გადახდებით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის ყოველწლიური გადასახადი შეადგენს 3,600 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი*


დაფინანსება 

1. TOP GRANT - სწავლის სრულად დაფინანსება 

აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯამური რეიტინგით საუკეთესო 1,000-ეულში მოხვდებიან და აირჩევენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს პირველ ადგილზე, GAU-ში ისწავლიან სრული დაფინანსებით საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული 240 კრედიტის ფარგლებში (რომელიმე საგნ(ებ)ის ხელმეორედ ან/და დამატებით არჩევის შეთხვევაში სტუდენტი დაფარავს შესაბამისი კრედიტების ღირებულებას).

TOPგრანტის მისაღებად საჭიროა:

  1. მონიშნოთ პირველ ადგილზე GAU-ს საბაკალავრო პროგრამა (120);
  2. მიიღოთ მაღალი შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და მოხვდეთ TOP 1,000 რეიტინგში;

2. დაფინანსება შიდა რეიტინგის (GPA) მიხედვით:
GAU-ს სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე (GPA) იღებენ ფასდაკლებას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით, რომელიც ვრცელდება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადზე.

3. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითად დარიცხულ თანხას გამოკლებული სახელმწიფო  სასწავლო გრანტი და დარჩენილ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (გარდა რეიტინგის ფასდაკლებისა) აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება - თანხით ყველაზე მაღალი;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (მათ შორის რეიტინგის ფასდაკლება) აკლდება რეიტინგის ფასდაკლებაც, მაგ: თუ სტუდენს ეკუთვნის 50%-იანი რეიტინგის ფასდაკლება და ასევე ერთი ოჯახის წევრების 20%-იანი ფასდაკლება, ძირითად დარიცხულ თანხას ვაკლებთ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ვაკლებთ 50% რეიტინგის ფასდაკლებას და ვაკლებთ დარჩენილი თანხის 20%-ს - ერთი ოჯახის წევრების ფასდაკლებას;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, მათ შორის თანხობრივი ფასდაკლება, პირველ რიგში აკლდება თანხობრივი და შემდეგ პროცენტული ფასდაკლება.*



სხვადასხვა ინდუსტრიის ორგანიზაციებში და სახელმწიფო დაწესებულებებში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პოზიციას წარმოადგენს პროექტის მენეჯერი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამა შექმნილია თანამედროვე ტენდენციების და ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველზე. შესაბამისად, პროგრამაც და სწავლის მეთოდიკაც არის თანამედროვე და დინამიური.

ამდენად, „ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა“ სამაგისტრო პროგრამის მიზანია:

  • მოამზადოს ინტერდისციპლინური ინფორმატიკის მაგისტრი, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდგომ, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნით და უნარებით იქნება აღჭურვილი, დამოუკიდებლად შეძლებს ვებ და მულტიმედიური პროექტების შექმნას, მართვასა და დანერგვას სხვადასხვა სამეცნიერო, საინჟინრო, საგანმანათლებლო, ინოვაციურ, კომერციულ და სხვა შემოქმედებით საქმიანობაში;
  • ჩამოაყალიბოს ღრმა და სისტემური ცოდნის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც მზად იქნება პრაქტიკული და კვლევითი საქმიანობისათვის ინტერდისციპლინური ინფორმატიკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების სხვადასხვა სფეროში;
  • გამოუმუშავოს მაგისტრს პრაქტიკული ცოდნა, სწრაფი ორიენტირების და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი, ჯგუფური გადაწყვეტილებების შემუშავებაში ცოდნისა და ინიციატივის  გამოვლენის უნარი;
  • განუვითაროს აკადემიური წერისა და დოკუმენტაციის შექმნის უნარ-ჩვევა და შესაბამის ფორმატში აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარი;
  • მისცეს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები შემდგომ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.

შესაბამისად, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია იყოს წარმატებული მენეჯერი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ან ამ მიმართულებით შეუდგეს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.


პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამა

ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის „ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა“ ფარგლებში სტუდენტმა კვალიფიკაციის მისაღებად უნდა დააგროვოს - 120 კრედიტი.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 2 წელი, 4 სემესტრი. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი. სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

სამაგისტრო პროგრამა „ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა“  იყოფა სასწავლო, პრაქტიკულ, კვლევით კომპონენტებად. აგრეთვე მასში შედის თავისუფალი კომპონენტი.

სასწავლო კომპონენტი არის სასწავლო ელემენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს მაგისტრანტის დარგობრივ დახელოვნებას, ხელს უწყობს მას და ამზადებს პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად.

ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამა იყოფა შემდეგ კომპონენტებად:

  • სავალდებულო სასწავლო კურსები - 87 კრედიტი (მათ შორის საბაკალავარო/საკვალიფიკაციო ნაშრომი 20 კრედიტი)
  • არჩევითი კომპონენტი - 78 კრედიტი (სტუდენტმა უნდა დააგროვოს 33 კრედიტი (მათ შორის თავისუფალ კომპონენტში 9 კრედიტი))

პროგრამა მობილობის და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობის მიზნით ითვალისწინებს თავისუფალ კომპონენტს 9 კრედიტის მოცულობით, რომელიც მაგისტრანტს შეუძლია დააგროვოს:

  • ინფორმატიკის და ინჟინერიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები შესაბამისად აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა


მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას უცხო ენაში (ინგლისური) და გასაუბრება სპეციალობაში.

ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა შეავსოს უცხო ენის (ინგლისური) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ტესტი. პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება.

ინფორმატიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია  წელიწადში ორჯერ,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

ინფორმატიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

სამაგისტრო ნაშრომი ფასდება სასწავლო კურსის შეფასების სისტემით.

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*


სწავლის საფასური - 2022-2023 სასწავლო წელი

GAU-ს ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 3,400* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი ოდენობით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის წლიური გადასახადი შეადგენს 3,400 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი.*


სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითად დარიცხულ თანხას გამოკლებული სახელმწიფო  სასწავლო გრანტი და დარჩენილ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება რომელიც გამოდის თანხით ყველაზე მაღალი;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ერთი ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით.*

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

თამარ ჭელიძე

თამარ ჭელიძე

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები

(+995) 555 326 009
(+995 32) 220 65 20 (319)
tamarchelidze@gau.edu.ge
ნინო ფიფია

ნინო ფიფია

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები

(+995) 557 579 122
(+995 32) 220 65 20 (324)
ninopipia@gau.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თამარ ჭელიძე

თამარ ჭელიძე

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები

(+995) 555 326 009
(+995 32) 220 65 20 (319)
tamarchelidze@gau.edu.ge
ნინო ფიფია

ნინო ფიფია

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები

(+995) 557 579 122
(+995 32) 220 65 20 (324)
ninopipia@gau.edu.ge

ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი იძენს ინფორმატიკის საფუძლვების შესახებ საბაზისო ცოდნას, სწავლობს ინფორმაციის სახეებს, ინფორმაციის კომპიუტერში წარ¬მოდ¬გენის წარმოდგენის ძირითად პრინციპებს.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია აჩვენოს და შეასწავლოს სტუდენტებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ინდუსტრიულ-სტანდარტებზე დაყრდნობილი გრაფიული პროგრამის Photoshop-ის  ფუნქციონალური შესაძლებლობები web დიზაინის, ბეჭვდითი ფორმატირებისა და გრაფიკული რედაქტირებისათვის

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ვებ ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების უნარებს, სწავლობს HTML, CSS ტექნოლოგიებს. იძენს ვებ გვერდის დიზაინის აგება/მოდიფიკაციისთვის საჭირო ცოდნას.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია შეასწავლოს სტუდენტს - ვებ გვერდის დიზაინის შემუშავება, ვებ და მულტიმედიური პროექტისათვის გრაფიკული ელემენტების, ვექტორული ობიექტებისა და  ეფექტების გამოყენების აუცილებლობა, განწყობის დაფა ვებ დიზაინში და  მობილური აპლიკაციისთვის.

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ვებ ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების უნარებს, სწავლობს JavaScript, jQuery ტექნოლოგიებს. იძენს თანამედროვე ვებ გვერდის დიზაინის მართვისთვის საჭირო ცოდნას.

ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლები, დაპროგრამების საფუძვლები, ალგორითმიკა და მონაცემთა სტრუქტურები. ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპების შესწავლა. C++ პროგრამირების ენის ათვისება, ენის ძირითადი კონსტრუქციების და ოპერატორების გაცნობა, ასევე კომპიუტერზე პროგრამული მოდულების გამართვის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია აჩვენოს და შეასწავლოს სტუდენტებს ანიმაციური დიზაინის საფუძვლები, მხატვრული ანიმაციის საფუძვლები. ანიმაციური ფაილის ფორმატები. რასტრული და ვექტორული ანიმაცის თავისებურებანი, ვებ გვერდის კონსტრუირება რასტრული და ვექტორული გრაფიკის შესაძლებლობების გამოყენება საპრეზენტაციო და ვებ დიზაინში,   ოპტიმიზაციის პარამეტრები.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია აჩვენოს და შეასწავლოს სტუდენტებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ინდუსტრიულ-სტანდარტებზე დაყრდნობილი გრაფიული პროგრამის Adobe InDesign-ის  შესაძლებლობები, ფუნქციონალური შესაძლებლობები ბეჭდვითი და ციფრული დიზაინის, ბეჭვდითი ფორმატირებისა და მაკეტის მომაზდებისთვის.

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ვებ ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების უნარებს, სწავლობს PHP-MySQL ტექნოლოგიებს. იძენს დინამიური, ფუნციო-ნალური ვებ საიტის აგება/მოდიფიკაციისთვის საჭირო ცოდნას.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია მულტიმედიური სისტემების და აპარატული საშუალებების გამოყენების შესწავლა. ვიდეო და აუდიო ტექნოლოგიების გამოყენება მულტიმედიურ დიზაინში, ინტერდისციპლინალური პროექტების შექმნაში, სხვადასხვა ფიზიკური და საინჟინრო პროცესების მოდელირებაში, შემოქმედებით საქმიანობაში, კომერციულ, სარეკლამო, და მედია სფეროში.

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროგრამირების ენა Java-ს და გამოიმუშავებს მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარებს. სწავლობს პროგრამირების ენა Java-ს ძირითად პრინციპებს და თავისებურებებს.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია ინტერდისციპლინური პროექტის - მულტიმედიური პროექტის შექმნის ტექნოლოგიების შესწავლა, მოძრავი გრაფიკისა და სარეკლამო რგოლების შექმნის  პროფესიულ დონეზე დაუფლება.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია შეასწავლოს სტუდენტს 3D MAX სისტემაში მოდელირების, ვიზუალიზების და ანიმაციის დანიშნულება და გამოყენება ინჟინერიაში, მულტიმედიურ დიზაინში, ინტერდისციპლინალური პროექტების შექმნაში. დიზაინის–ინჟინერიის კომპლექსური საკითხების გაცნობიერება და გამოყენება.

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ვებ ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების უნარებს, სწავლობს მონაცემების ასინქრონულად დამუშავების ტექნოლოგიებს, იყენებს ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების პრინციპებს, ეუფლება ვებ აპლიკაციების აგების უნარებს Framework-ის გარემოში. იძენს დინამიური, ფუნციონალური ვებ საიტის აგება/მოდიფიკაციისთვის საჭირო ცოდნას.

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტი დაეუფლოს ინფორმაციის დაცვის მეთოდებს, პრინციპებს, სისტემებსა და ალგორითმებს. სტუდენტმა შეძლოს ამოცანის დასმა და გაანალიზება, ასევე დაცვის მეთოდის მორგება, ანუ რომელი მეთოდი იქნება მისაღები და ხელსაყრელი კონკრეტული ამოცანისათვის. იგი შეისწავლის, როგორ უნდა მოახდინოს ნებისმიერი სახის ინფორმაციის კოდირება და შემდგომ დეკოდირება, ასევე დაშიფვრა და შემდგომ გაშიფვრა (დეშიფრაცია). შეისწავლის კრიპტოგრაფიას. ასევე შეძლებს ინფორმაციის დაცვას გარეშე ზემოქმედებისაგან, გარე არხებისაგან, ლოკალური და გლობალური დამახინჯებისაგან.

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი იძენს მობილური აპლიკაციების აგებისთვის საჭირო უნარებს Android ოპერაციული სისტემისთვის. სწავლობს მობილური აპლიკაციის აგების ძირითად პრინციპებს Android Studio-ს გარემოში, პროგრამირების ენა Java-ს გამო-ყენე¬ბით.

კურსის გავლის შედეგად სტუდენტს ეცოდინება დარგობრივი და ინტერდისციპლინალური მულტიმედიური პროექტების შექმნის და მართვის საფუძვლები,  მულტიმედიის დაპროექტების და მართვის კომპლექსური საკითხები.

პერსონალური კომპი¬უტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა; პერსონალური კომპი-უტერის აპარატურული ნაწილებისა და პერი¬ფერიული მოწ¬ყობილობების მუშაობის პრინ¬¬¬ციპები;  კომ-პიუტერის მოწყობილობებს შორის მონაცემების გადაცემის გზე¬ბი და საშუალებები; პერსონალური კომპიუ¬ტე¬რის ლოგიკური მუშაობის პრინ¬ციპები; ოპერაციული სისტემების საერთო საფუძვლები. მათი  დანიშნულება და ფუნქციები; ოპერაციული სისტემების კლასიფიკაცია, მოთხოვნები ოპერაციული სისტემებისადმი; ოპერაციული სისტემების  არქიტექტურა, პროცესები და ნაკადები, მეხსიერების მართვა, ფაილური სისტემები, ოპერაციული სისტემის ინტერფეისი; მულტიმედიური და  მრავალპროცესორული სისტემები; ოპერაციული სისტემის უსაფრთხოების  საკითხები.

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროგრამირების ენა Java-ს, გამოიმუშავებს მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარებს. სწავლობს Java-ს პლატფორმაზე ვიზუალური ფორმების საშუალებით აპლიკაციების აგებას, მონაცემთა ბაზაში მონა¬ცემების დამუშავებას Java-ს საშუალებით.


სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეუფლება პერსონალური კომპიუტერის ნა¬წილებს და მათი მუშაობის პრინციპებს. სწავლობს კომპიუტერის მუშაობის ლოგიკურ საფუძვლებს. ეცნობა კომპიუტერში მონაცემების წარმოდგენის და დამუშავების სხვადასხვა მეთოდებს.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია შეასწავლოს სტუდენტს - Flash ტექნოლოგიების დანიშნულება ინჟინერიაში, მულტიმედიურ დიზაინში, ინტერდისციპლინალური პროექტების შექმნაში. დიზაინის–ინჟინერიის კომპლექსური საკითხების გაცნობიერება და გამოყენება.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზნებია შეასწავლოს სტუდენტს - Flash ტექნოლოგიების დანიშნულება ინჟინერიაში, მულტიმედიურ დიზაინში, ინტერდისციპლინალური პროექტების შექმნაში. დიზაინის–ინჟინერიის კომპლექსური საკითხების გაცნობიერება და გამოყენება.

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია  შეასწავლოს სტუდენტებს ელექტრონული ბიბლიოთეკების, ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების, სასწავლო პორტალების, დისტანციური სწავლების საშუალებების დაპროექტების პრინციპები და გამოყენება.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა