GAU-ს კურსდამთავრებულები

ელ-კომერციის საერთაშორისო კომპანია OSG

"უცხოელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკებისას ფასდაუდებელ დახმარებას მიწევს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე შესწავლილი ბიზნეს კომუნიკაციებისა და მარკეტინგული ტერმინოლოგიის ფლობა..."

პროფესორები და ლექტორები

თეა ამნიაშვილი სწავლობდა გოეთეს გერმანული ენისა და კულტურის ინსტიტუტში. 2007 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD -სტიპენდია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2010-2011 წლებში კი მეორედ მიიღო სტიპენდია (Post-Doc) ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

THANKSGIVING 2016

22 ნოემბერს (2016) GAU-ში ამერიკული ეროვნული დღესასწაული - მადლიერების დღე - აღინიშნა. აქცია „მადლიერება ძალაა“ სახალისო შეხვედრის, მუსიკის, ქველმოქმედების, სიმბოლური თეატრალიზებული პერფორმანსისა და მადლიერების გამოხატვის ტრადიციის დამკვიდრებას ემსახურებოდა.

GAU-ს პრეზიდენტს, რ. მაიკლს ქაუგილს, რომლის გამოსვლაც მადლიერების დღის ტრადიციის თემას მიეძღვნა, GAU-ს სტუდენტებმა ახალი თანამდებობდა - საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის პოსტი მიულოცეს და გადასცეს სიმბოლური საჩუქარი წარწერით: Double PresidenT – Double Citizen. GAUელებს ეს დღე საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერმა მიულოცა, გაესაუბრა ამერიკელ კადეტებს, რომლებიც GAU-ში ერთსემესტრიან სასწავლო კურსს გადიან. ღონისძიებას მუსიკალურად ტრადიციულად GAUბენდი აფორმებდა, რომელიც ახალი წევრების არჩევის შემდეგ კიდევ უფრო მრავალფეროვან რეპერტუარს გვთავაზობს.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე სხვა ხელნაკეთ ნივთებთან ერთად წარმოდგენილი იყო უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის ნახატები. იმის გათვალისწინებით, რომ მადლიერების დღესასწაული თავისი არსით ქველმოქმედებასა და მიუსაფართა დაპურებას უკავშირდება, შემოსული თანხით GAU-მ ღონისძიების შემდეგ საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის „კათარზისის“ ბენეფიციარებს უმასპინძლა. სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ ვიქტორინაში მადლიერების დღის თემაზე და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. რამდენიმე მათგანმა საჯაროდ გამოხატა მადლიერება და ყველა სტუმარი ჩაერთო სიმბოლურ ცერემონიაში - ჰელიუმის ბუშტებზე წარწერები გააკეთეს და ცაში გაუშვეს საკუთარი სურვილები თუ მადლიერება.

ამ დღეს ამერიკული ტრადიციაც შესრულდა - მსახიობების მიერ წარმოდგენილი პერფორმანსის შემდეგ, რომელიც ქართველი გადარჩენილი ბატი ტასიკოსა და ამერიკიდან გამოქცეული ინდაურის დამეგობრების ამბავს მოგვითხრობდა, GAU-ს პრეზიდენტმა ეს ინდაური შეიწყალა და ამერიკის ელჩის მოადგილესთან ერთად ინდაურის ფორმის საზეიმო ტორტი დაჭრა. მადლობას ვუხდით ყველა სტუდენტს, რომელიც აქციის ორგანიზებასა და შესრულებაში ჩაერთო და ყველას გისურვებთ მადლიერების ძალას <3 GAUზიარე მადლობა - მადლიერება ძალაა!