სიახლეები და ღონისძიებები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) იუბილე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) იუბილე

სამშაბათი, 10 მარტი, 2015

აჩვენე კალენდარზე

GAU-ს საიუბილეო ღონისძიებები, რომლებიც არაერთ აქტივობას მოიცავდა, 10 მარტს რადისონ ბლუ ივერიაში საზეიმო მიღებით დასრულდა.

ამ დღეს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს 10 წელი შეუსრულდა.

ოფიციალურ საღამოზე GAU-ს სტუმრები ის ადამიანები იყვნენ, ვინც თავისი საქმიანობითა და მხარდაჭერით უნივერსიტეტის 10-წლიანი წარმატება განაპირობა: GAU-ს დამფუძნებლები, პროფესიონალთა გუნდი, ლექტორები, სტუდენტები და სასახელო კურსდამთავრებულები, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საიუბილეო საღამო მათთვის მადლობის გადახდას ემსახურებოდა.

GAU-მ განსაკუთრებული ღვაწლისათვის აშშ-ის ელჩი საქართველოში GAU-ს პრეზიდენტის მედლით დააჯილდოვა. რიჩარდ ნორლანდმა მისასალმებელი სიტყვა ტრაგიკული ფაქტის აღნიშვნით დაიწყო. მან მწუხარება ნიუ-ჯერსიში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ქართველი კადეტების, სოსო მაკარიძისა და ბესარიან გორჯოლაძის, გამო გამოთქვა. დარბაზში წუთიერი დუმილის შემდეგ კი აშშ-ის ელჩმა GAU-ს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ უნივერსიტეტის განვითარების ისტორია ემთხვევა საქართველოს გზასა და მისწრაფებას ევროპისაკენ, „იზრდება საქართველო და იზრდება GAU. GAU-ს სტუდენტები არიან კარგად მომზადებულნი იმისთვის, რომ წვლილი შეიტანონ, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ასევე უსაფრთხოების სფეროში.'' (აშშ-ის ელჩის სიტყვა სრულად იხილეთ:)

თბილისის მერმა, GAU-ს ყოფილმა ლექტორმა, დავით ნარმანიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოში ასეთი სასწავლებლის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან GAU მაღალკვალიფიციურ კადრებს ამზადებს. მან GAU-ში საჯარო ლექციის ჩატარების სურვილი გამოთქვა.

GAU-მ 10 წლის იუბილეზე სიმბოლურად 10 თანამშრომლები, 10 კურსდამთავრებული და სტუდენტი, 10 პარტნიორი კომპანია დააჯილდოვა.

GAU-ს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდნენ GAU-ს თანამშრომლები: 

  • დინა ასლამაზიშვილი - მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელი, ბიზნესის სკოლის პროფესორი
  • ქეთევან ბიბილაშვილი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის ლექტორი
  • დიანა ბერეკაშვილი - სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი
  • თამარ ხატელიშვილი - სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ლექტორი
  • ქეთევან ხუციშვილი - სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ლექტორი
  • ნიკოლოზ ჯანჯღავა - პოლკოვნიკი, GAU-ში ამერიკელი კადეტების პროგრამის ლექტორი
  • თეა გველესიანი - GAU-ს სასერტიფიკატო პროგრამების ლექტორი, საერთაშორისო ტრენერ-კონსულტანტი ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზაციული განვითარებისა და მრავალფეროვნების მართვის სფეროში
  • სპარტაკ თევდორაშვილი - მთავარი ბუღალტერი
  • ეკა ბარბაქაძე - ადმინისტრაციული მენეჯერი
  • ნატალია ასანიშვილი - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი 

GAU-სთან წარმატებული პარტნიორობისათვის დაჯილდოვდნენ კომპანიები:

  • საქართველოს ეროვნული ბანკი
  • თიბისი ბანკი
  • საკონსულტაციო ჯგუფი ჯეპრა
  • ,,კორძაძის საადვოკატო ბიურო''
  • Wings & Freeman Capital
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
  • ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემა „სხვა შუადღე''
  • ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
  • თბილისის ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა    

GAU-ს სახელის ღირსეულად წარმოჩენისათვის დაჯილდოვდნენ GAU-ს სასახელო სტუდენტები და კურსდამთავრებულები:

  • რატი ანჯაფარიძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საინვესტიციო და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, 
  • გიორგი გოგშელიძე - თიბისი ბანკი, იურისტი
  • თამარ იოსელიანი -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, დირექტორის მოადგილე
  • მარიამ გაჩეჩილაძე კავკასიური სახლი, პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის'' ოფიცერი
  • დავით მსახურაძე - GAU-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტი
  • დავით შიოლაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინვესტიციების და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი

  • ანა ალექსანდრია თიბისი ბანკი, ხაზინისა და ფინანსური სერვისების განყოფილების ფულადი ბაზრების დილერი
  • გიორგი პერტაია საქართველოს ბანკი, აუდიტის დეპარტამენტის ანალიტიკოსი
  • ქეთევან ხვედელიძე ეროვნული ბანკი, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტი, უფროსი სპეციალისტი
  • გიორგი მამათელაშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, უფროსი ეკონომისტი, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტი

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს ყველაზე პატარა სტუმრებმა საიუბილეო ტორტი GAU-ს პრეზიდენტ რ. მაიკლ ქაუგილსა და GAU-ს კანცელრ ნინო ტორონჯაძესთან ერთად გაჭრეს. ბოლოს სტუმრებმა ლობიში გადაინაცვლეს, სადაც საზეიმო მიღება და ცოცხალი მუსიკა ელოდათ.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა