ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისათვის (GAU) უმიშვნელოვანესია დასაქმებულთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.
27 თებერვალს (2020) შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა GAU-ს გუნდის წევრებისთვის ჩაატარა სპეციალური ინსტრუქტაჟი, ელექტროუსაფრთხოების და სწავლება პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებ, სხვადასხვა სიტუაციების, დაზიანებების შემთხვევაში.
GAU-ში გრძელდება სხვადასხვა პროაქტიული ღონისძიების განცხორციელება, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო პროცესზე დაკვირვება. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები აკონტროლებენ და მართავენ საწარმოო პროცესებს და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ ახდენენ რეაგირებას. სწორედ ეს მიდგომა უზრუნველყოფს ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.