
ჯეოლაბის სტუდენტების პროექტების პრეზენტაცია და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია კლუბ Kick-ში 21 სექტემბერს გაიმართა. პროექტები წარმოადგინეს გრაფიკული დიზაინის, ვებპროგრამირება Front end-ის, UI/UX დიზაინის, პროგრამირება Python-ის, პროგრამირება ASP .NET CORE-ის და პროგრამირება JavaScript/React-ის სტუდენტებმა. პროექტების წარდგენის შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
თითოეულ კურსდამთავრებულს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და წარმატებას ვუსურვებთ.