სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის ავსტრიაში, კრემსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის ავსტრიაში, კრემსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!

სამშაბათი, 28 იანვარი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე ავსტრიაში, კრემსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • 180 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 360 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად.

შერჩევის კრიტერიუმები:

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility Agreement Training

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

ხანგრძლივობა:

  • IMC International Staff Week (31 მარტი-4 აპრილი);
  • დღე მგზავრობისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 4 თებერვლის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „კრემსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი“.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა