GAU-ს კიდევ ერთი მემორანდუმი სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად!
7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანიც ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვაა სამართლებრივი კვლევების, სამართლის სფეროს პოპულარიზაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებით. შეთანხმებას ხელი GAU-ს სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა, ზაზა რუხაძემ და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა მოაწერეს.