სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს სამაგისტრო პროგრამებზე მიღება გრძელდება!

GAU-ს სამაგისტრო პროგრამებზე მიღება გრძელდება!

ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამაგისტრო პროგრამები:

ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება 21 სექტემბრამდე გრძელდება!

რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების სიის წარდგენა ხდება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიურ მენეჯერთან (ალექსიძის ქ. #10). საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. შემოწმების შემდეგ დოკუმენტების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.

  1. 2 ფოტოსურათი, 3x4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  3. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2024 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (ვაჟებისათვის);
  5. მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge) და სამაგისტრო გამოცდის ბარათი.
  6. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  7. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  8. რეზიუმე (CV) (ქართულ ენაზე)
  9. GAU-ს ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვის ქვითარი თიბისის რომელიმე ფილიალიდან.(გარდა EIGER-ის პროგრამისა) ჩვენი რეკვიზიტები:
    • შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
    • საიდენტიფიკაციო კოდი: 206169304
    • ანგარიშის ნომერი: GE36TB0623136020100005 (ბანკის კოდი: TBCBGE22)

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან მინიმუმ სამ ნაწილში გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტს ჩაუტარდება გასაუბრება და ტესტირება ინგლისურ ენაში

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა