მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში GAU-ს ღონისძიებები
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი, 2016
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენციებსა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიება გამართა:
18 სექტემბერი - სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: პოლიტიკურ ძალთა დღის წესრიგი, პრობლემები და გამოწვევები.
19 - 20 - 21 სექტემბერი - ბიზნესის სკოლა: შემთხვევითი პროცესებისა და მათემატიკური სტატისტიკის გამოყენებანი ფინანსურ ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში.
19 სექტემბერი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა:
ენა და კულტურა.
23 სექტემბერი - სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა:
კიბერ უსაფრთხოება- სამართლებრივი გამოწვევები და პერსპექტივები.
25 სექტემბერი - ფესტივალის დახურვა: „ჩემი ვაჟა-ფშაველა“. პროექტი „ჩემი ვაჟა-ფშაველა“ ბლოგების კონკურსს, ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის ლექციას და პანტომიმის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლს „სტუმარ-მასპინძელს“ აერთიანებდა. გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები, რომლებსაც ვულოცავთ წარმატებას: ეკატერინე ჩიქოვანი, ნიკი ფერაძე და ჟიურის სიმპათია, მარინა ჰულსტი. ამ ღონისძიებამ კიდევ ერთხელ ახალი თაობის გულწრფელი და ემოციური დამოკიდებულება ვაჟა-ფშაველას პიროვნებისა და შემოქმედების მიმართ.
GAU-ს ღონისძიებები მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში ყველასთვის ღია იყო და აქტუალური საკითხების სიღრმისეულ გააზრებას, ახალი თაობის მეცნიერებასთან დაახლოებასა და მათი პოტენციალის უკეთ წარმოჩენას ემსახურებოდა.