თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2016 - დაძლიე დამოკიდებულება
ორშაბათი, 10 ოქტომბერი, 2016
GAU უერთდება სტუდენტურ ოლიმპიადას "დაძლიე დამოკიდებულება’’ და მხარს უჭერს ანტინარკოტიკულ კამპანიას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას.
თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 2016 მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და ,,სამოქალაქო ინიციატივა - საზოგადოების ჯანმრთელობისათვის’’ ორგანიზებით იმართება. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში, უკვე გაიარეს რეგისტრაცია და მზად არიან GAU-ს სახელით იბრძოლონ გამარჯვებისთვის.
თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა 3 ოქტომბერს გაიხსნა და 17 ნოემბერს დასრულდება. წარმატებას ვუსურვებთ ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით GAU-ელ ოლიმპიელებს! ვიმედოვნებთ, რომ ისინი უამრავ დადებით ემოციას და გამოცდილებას მიიღებენ გამარჯვების სახალისო გზაზე!
#WeAreGAU