ბიზნესი და გარემოზე ზრუნვა თავსებადია - ამ სლოგანით GAU-ში 12 ივნისს ეკოლოგიურ პრობლემებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. კომპანია PR Consultants-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მოხსენება GAU-ს სტუდენტებმა - ქეთევან კაპანაძემ და ნუკა გოგუამ - გააკეთეს.
მათ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებზე მსხვილი კომპანიების „სტარბაქსისა'' და „გუგლის'' მაგალითებით ისაუბრეს და ქართულ რეალობაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
შეხვედრას, რომელიც ინგლისურ ენაზე წარიმართა, GAU-ს სტუდენტებთან ერთად მოწვეული სტუმრები, ბიზნეს-კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სიტყვით "ახალგაზრდა ეკონომისტთა და ფინანსისტთა ასოციაციის" წევრიც გამოვიდა.
შეხვედრა გაეროს მხარდაჭერით გაიმართა და დასასრულს GAU-ს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით PR Consultants-ისგან სიმბოლური საჩუქარიც გადაეცა.