- ამოცანის დასახელება - ახალი სადებეტო ბარათის პროექტი;
- პროექტზე შესაძლებელია მუშაობდეს ჯგუფი, თუმცა წარმომდგენი უნდა იყოს ერთი პირი;
- ყველაზე კარგი იდეის ავტორებს გადაეცემათ პრიზები - Iphone 6;
- დავალება მომზადებული უნდა იყოს Power Point;
- დავალების გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 მარტი;
- დავალებები უნდა გამოიგზავოს შემდეგ მეილზე - sotarishvili@yahoo.com.ge.
დავალების არსი (პროექტის მიზანი ):
- ახალი სადებეტო ბარათი, რომელიც შექმნილია დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე მომხმარებელთათვის;
- სადებეტო ბარათის ფუნქციონალი უნდა ერგებოდეს მომხმარებლის მოთხოვნილებებს;
- სადებეტო ბარათი, რომლის გამოყენების საჭიროება აქტუალური იქნება მომხმარებლისათვის;
- ბარათის ფუნქციონალიდან და ბენეფიტებიდან გამომდინარე მომხმარებელს უნდა ქონდეს სურვილი და საჭირება, რომ აღნიშნული პროდუქტი გამოიყენოს ყოვედღიურად (Product for everyday banking).
დამატებითი დეტალები:
- პროდუქტის ბენეფიტებიდან გამომდინარე ბანკის ფინანსური ხარჯების შესახებ გათველების გაკეთება (ეხება მხოლოდ ბარათის ფუნქციონალს);
- გაანალიზებული უნდა იქნას მიზნობრივი სეგმენტის მოთხოვნილებები;
- შესწავლილი უნდა იქნას კონკურენტი ბანკების პროდუქტები (ქართული ბანკები);
- გაანალიზებული უნდა იყოს სხვადასხვა აღმოსავლეთ ევროპისბანკების მაგალითები და საინტერესო მიგნებები, რომლებიც გამოყენებული უნდა იყოს ახალი პროდუქტის შესაქმნელად.
შენიშვნა: დავალებაში მითითებული უნდა იყოს გამოყენებული მასალის ლინკები.
დეტალური ინფორმაციისათვის გაუ-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით:
ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314)
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N303 ოთახი.
განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.