ევროპის ნევროლოგთა აკადემიის რეგიონული სასწავლო კონფერენცია!
ორშაბათი, 24 ივნისი, 2024
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ნევროლოგია/ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამარ ახვლედიანის, ორგანიზებით ევროპის ნევროლოგთა აკადემიის რეგიონული სასწავლო კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც 300-ზე მეტი ნევროლოგი აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუმინეთიდან, მოლდოვეთიდან, უკრაინიდან და პოლონეთიდან იღებდა მონაწილეობას.
მომხსენებლებს შორის, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, იყვნენ დარგის ექსპერტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან: ავსტრიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან, ესტონეთიდან და დანიიდან.