
ადამიანური რესურსების სტრატეგიული მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის პირველი გამოსაშვები!
ორშაბათი, 10 ივლისი, 2023
5 ივლისს (2023) GAU-ში ადამიანური რესურსების სტრატეგიული მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის პირველი გამოსაშვები საღამო გაიმართა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები კურსის ხელმძღვანელმა ნინო ბართაია-მარტენმა და უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელმა, თამთა ნიშნიანიძემ გადასცეს.
GAU ადამიანური რესურსების სტრატეგიული მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს.