სიახლეები და ღონისძიებები

CELEBRATING 23 YEARS OF GEORGIAN AMERICAN FRIENDSHIP

CELEBRATING 23 YEARS OF GEORGIAN AMERICAN FRIENDSHIP

პარასკევი, 24 აპრილი, 2015

აჩვენე კალენდარზე

23 აპრილს GAU-მ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობის 23 წლისთავი აღნიშნა. 

საჯარო ლექცია ამ თემაზე ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა წაიკითხა. სარა უილიამსონმა ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარების, ამერიკის მხრიდან სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის, დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური პროცესების ანალიზის პარალელურად GAU-ს სტუდენტებს პირადი გამოცდილება გაუზიარა და ის დრო გაიხსენა, როცა ქართველ მეუღლესთან ერთად თბილისში ჩამოვიდა. კულტურული შოკი, უშუქობა, უწყლობა და "Wild wild East"… ცხოვრებისეული მაგალითებისა და კურიოზული შემთხვევების მოყოლამ აუდიოტირაში დიდი ინტერესი და მხიარულება გამოიწვია.

სარა უილიამსონი ამერიკის სავაჭრო პალატის პირველი ქალი პრეზიდენტია და პირველი ამერიკელია, რომელიც ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. მან GAU-ს სტუდენტის, ირაკლი თარაშვილის, მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ პოსტერზეც გაამახვილა ყურადღება, რომელზეც ქართლის დედა და ამერიკის თავისუფლების ქანდაკებაა გამოსახული. სარა უილიამსონმა ხუმრობით აღნიშნა, ამერიკისა და საქართველოს ურთიერთგაგება შესაძლოა იმითიცაა განპირობებული, რომ ორივე ქვეყნის სიმბოლოს ქალი წარმოდაგენსო :)

ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს დღე სწორედ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში უნდა აღინიშნებოდეს ასე განსაკუთრებულად, განათლების დაწესებულებაში, სადაც სტუდენტები ცოდნასთან ერთად დასავლურ ღირებულებებს ეზიარებიან.

საჯარო ლექციის დასასრულს GAU ბენდმა ქართული და ამერიკული ჰიმნები შეასრულა.

ბოლოს კი GAU ყველას ქართული და ამერიკული ტრადიციული ტკბილეულით - დონატებითა და ჩურჩხელებით - გაუმასპინძლდა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა