სიახლეები და ღონისძიებები

გამოსაშვები 2016 - ბიზნესი, ინფორმატიკა & ინჟინერია

გამოსაშვები 2016 - ბიზნესი, ინფორმატიკა & ინჟინერია

შაბათი, 09 ივლისი, 2016

აჩვენე კალენდარზე

9 ივლისს ბიზნესის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სფეროს ასობით ახალგაზრდა შეუერთდა - ისინი უმაღლესი სტანდარტის უმაღლესი განათლების პრაქტიკაში რეალიზებას ყველაზე აქტიურად სწორედ ახლა იწყებენ.

ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ყველაზე მასშტაბური მე-8 გამოსაშვები ღონისძიება შედგა - GAU 12:00 საათზე ბიზნესის სკოლის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრებმა და მაგისტრებმა დაამთავრეს.

კურსდამთავრებულებს სიტყვით GAU-ს პრეზიდენტმა მიმართა. მაიკლ ქაუგილმა თავის გამოსვლაში დაღუპული სტუდენტი, გიორგი დვალიშვილი გაიხსენა, რომელსაც დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.

მაიკლ ქაუგილმა კურსდამთავრებულებს „ბოლო გაკვეთილი“ ჩაუტარა და მნიშვნელოვანი რჩევები მისცა, რის შემდეგაც სცენაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მოიხმო.

ალექსანდრე ჯეჯელავამ GAU-ს საქართველოს განათლების სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი უწოდა და კურსდამთავრებულებს იმ უამრავ შესაძლებლობაზე გაუმახვილა ყურადღება, რომელიც მათ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მიღებული განათლებითა და ქვეყნის განვითარებასთან ერთად გაუმჯობესებული პირობებით მიიღეს.

მოწვეულ სპიკერებს შორის იყო ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე, რომელმაც სტუდენტებს GAU-ს დამთავრება მიულოცა და საკუთარი ცხოვრებისეული მაგალითებით კარიერული წინსვლის პრინციპები გაუზიარა.

კურსდამთავრებულებს სიტყვით ბიზნესის სკოლის დეკანმა, თემურ ტორონჯაძემ და ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა, მიხეილ ჩხენკელმა მიმართეს.

თბილი და ემოციური გამოსვლების შემდეგ შედგა რეიტინგით საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოება. მათ „პალიტრა ლ“-ის მიერ სათითაოდ შერჩეული წიგნების კომპლექტები გადაეცათ.

პირველ ადგილზე გასული კურსდამთავრებულები კი ხალიკ ბანკმა საკუთარი ინოვაციური პროდუქტით - საათებით (Watch to pay) დაასაჩუქრა.
ყველა კურსდამთავრებულს ერგო რედ ბულის სიმბოლური საჩუქარი.

დიპლომების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ტრადიციული საპატიო კორიდორი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებულმა გაიარა და უნივერსიტეტის დამთავრება ეზოში ქუდების აყრით, ჰელიუმის ბუშტების გაშვებით აღნიშნა.

ბოლოს გაიჭრა საზაიმო ტორტი და ღონისძიება არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა. კურსდამთავრებულებმა გადაიღეს გიფისა და მემოგრამის სამახსოვრო ფოტოები, ხელი მოაწერეს 2016 წლის გამოსაშვები ღონისძიების ბანერს და მიიღეს „fortune balloons”, რომელშიც კეთილი სურვილები და მამოტივირებელი წარწერები დახვდათ.

ეს იყო კიდევ ერთი დასამახსოვრებელი, ემოციებით სავსე დღე GAU-ს 11 წლიანი ისტორიის განმავლობაში.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა