
ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის და ენისა და კოგნიტიური მეცნიერებების კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა მე-15-ე სამეცნიერო კონფერენცია: ,, ხელოვნური ინტელექტით მოცული დარგები", 2025 წლის 4-7 მარტს, რომელიც მიეძღვნა ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის დაარსების 20 წლისთავს.
ხელოვნური ინტელექტი მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროს ეხება და სულ უფრო მეტად გამოიყენება სხვადასხვა პროფესიებში.
კონფერენციაზე, სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები და შეხედულებები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე მათი პროექტების განხორციელებაში.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათელბის სკოლის სტუდენტებმა გაანალიზეს ხელოვნური ინტელექტით შესრულებულ თარგმანები, მანქანური შესწავლა, და შეადარეს დიდი ენობრივი მოდელების და უნივერსალური გრამატიკის სპეციფიკური მახასიათებლები. ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივები მულტინაციონალურ კომპანიებში, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებმა იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებზე სხვადასხვა ქვეყანაში კონფლიქტის გადაჭრის გზებზე.
სესიების შემდგომ გაიმართა პანელური დისკუსიები და დებატები.