ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსის მე-20 კურსის გამოშვება
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2024
8 ივლისს (2024) ინტერიერის დიზაინის გაზაფხულის სასერტიფიკატო კურსზე სტუდენტებმა სწავლა დაასრულეს, საგამოცდო ნამუშევრები წარადგინეს და სერტიფიკატებიც მიიღეს.
სტუდენტებმა წარმატებით იმუშავეს და წარადგინეს 6 ინდივიდუალური პროექტი: კინორეჟისორის სახლი, მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, სამთო - სათხილამურო ბაზა, დიზაინერის სახელოსნო, დილის კაფე და პარფიუმერული მაღაზია.
სერტიფიკატების გადაცემის მხიარულ და ემოციურ ცერემონიალს კურსის ლექტორი ვიქტორია ბერიშვილი, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე ესწრებოდნენ.
„GAU-ს ინტერიერის კურსი შესაძლებლობას აძლევს დამწყებ დიზაინერებს და ინტერიერის დიზაინით დაინტერესებულ სხვა მსურველებს მოკლე დროში შეისწავლონ დიზაინისა და დეკორის ძირითადი პრინციპები და კრეატიული გადაწყვეტილებების ინტერიერში ასახვის გამოცდილება მიიღონ. მოხარულები ვართ, რომ ამ კურსის მიმართ დაინტერესება კურსიდან კურსამდე იზრდება.“ - განაცხადა თამთა ნიშნიანიძემ.
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ვუსურვებთ!