
ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის (AML) მე-9 ნაკადის გამოშვება
პარასკევი, 14 მარტი, 2025
13 მარტს (2025) ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის (AML) მე-9 ნაკადის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ლექტორები ეფემია ლორია და თამარ რატიანიძე, ასევე უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი ესწრებოდნენ.
პროგრამა მთლიანად დამყარებულია სწავლების ინტერაქციულ მეთოდზე, მოიცავს როგორც თეორიულ მომზადებას, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოებს, სიმულაციებსა და დისკუსიებს.
AML-ის კურსმა დიდი მოწონება დაიმსახურა სტუდენტებში. წარმოგიდგენთ რამდენიმე შეფასებას:
„ყველაზე მეტად მომეწონა ტრენერების გადმოცემის უნარი, თეორიის პრაქტიკულ, რეალურ ქეისებთან დაკავშირება, რაც ძალიან მარტივად გვაგებინებს თეორიის არსს და შემდეგ მარტივი ხდება დამახსოვრება.“
„კურსი კარგად იყო ორგანიზებული, საინტერესო, ორიენტირებული კონკრეტულ უნარ-ჩვევებზე, დამოკიდებულება იყო გულთბილი. კმაყოფილი ვარ.“
GAU კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!