ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის ავსტრიაში, კრემსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!
სამშაბათი, 28 იანვარი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე ავსტრიაში, კრემსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- 180 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 360 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად.
შერჩევის კრიტერიუმები:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი;
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
ხანგრძლივობა:
- IMC International Staff Week (31 მარტი-4 აპრილი);
- 2 დღე მგზავრობისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 4 თებერვლის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „კრემსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი“.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge