![](https://gau.edu.ge/index.php/storage/app/uploads/public/894/149/26d/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის რუმინეთში, სიბიუს „ლუსიან ბლაგას“უნივერსიტეტში!
სამშაბათი, 04 თებერვალი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე რუმინეთში, სიბიუს ლუსიან ბლაგას უნივერსიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- 140 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 275 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად.
შერჩევის კრიტერიუმები:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
ხანგრძლივობა:
- International Week ( 19 მაისი - 23 მაისი, 2025);
- 2 დღე მგზავრობისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 10 თებერვლის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: “ სიბიუს „ლუსიან ბლაგას“უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი“.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge