
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს ბადენ-ვიურტემბერგის კოოპერატიული სახელმწიფო უნივერსიტეტის (DHBW) ლორახის კამპუსიდან ციფრული ბიზნესის მართვის პროფესორი-დოქტორი იოჰანეს კერნი და ტურიზმის დეპარტამენტის ლექტორი,მკვლევარი - ვენდი ფელნერი ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორები შეხვდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტს, რ. მაიკლ ქაუგილს და ბიზნესის ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლებს.
ვიზიტის მთავარი მიზანი უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და სამუშაო პროცესების გაცნობა იყო.