დღეს GAU-ში სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა.
GAU ულოცავს სულხან გამყრელიძეს სამართლის დოქტორის ხარისხის მოპოვებას!
სადისერტაციო ნაშრომის დაცვას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, GAU-ს ყოფილი ლექტორი ნინო გვენეტაძე დაესწრო.
მასთან სამახსოვრო ფოტოები თანამშრომლებმა და სტუდენტებმა გადაიღეს.
ქალბატონი ნინო GAU-ში საჯარო ლექციის ჩატარებას დაგვპირდა, რომლის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას აღდგომის შემდეგ მოგაწვდით.