საჯარო ლექცია - „ხელოვნური ინტელექტი და სამართლიანი სასამართლოს უფლება – ადამიანის უფლებების პერსპექტივა"
ორშაბათი, 08 დეკემბერი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლამ GAUელებისთვის, უმასპინძლა საჯარო ლექციას, თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი და სამართლიანი სასამართლოს უფლება – ადამიანის უფლებების პერსპექტივა".
საჯარო ლექციას უძღვებოდა, სპიკერი - ეკა ხუციშვილი, ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტი, რომელსაც აქვს მართლმსაჯულების რეფორმირების მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება დაარის Fulbright-ისა და Humphrey-ის სტიპენდიანტი.
ლექციაზე განხილული იყო ადამიანის უფლებების დაცვის აქტუალური გამოწვევები და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გავლენა სამართლიან სასამართლოზე.