19-20 მაისს GAU-მ ციფრული ეკონომიკის თემაზე საერთაშორისო სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მაიქროსოფთ საქართველოს მიერ იყო ორგანიზებული.
შეხვედრას მოწვეული ექსპერტი მალკოლმ ფრეიზერი გაუძღვა და ციფრული ეკონომიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მზარდი როლი განიხილებოდა ქვეყნის პროდუქტიულობისა და ეროვნული კონკურენტუნარიანობის ამაღლების პროცესში. 20 მაისს ღონისძიებაზე დასწრების საშუალება GAU-ს ბიზნესის, ასევე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტებს ჰქონდათ.