24 სექტემბერს (2016) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა Microsoft-ის Hack the Classroom. ეს არის ონლაინ ღონისძიება, რომლის მიზანია განათლების უახლესი ტენდენციების გაცნობა და განათლების წამყვანი ლიდერების,ა და ინოვაციური პედაგოგების გამოციდლების გაზიარება.
Hack the Classroom ღონისძიებაზე (ინგლისურ ენაზე) მოიცავდა სხვადასხვა მნიშვნელოვან კომპონენტს:
- განათლების ლიდერი, ჯორდან შაპირო (Jordan Shapiro) ინტერაქტიულ სივრცეში გაგვიძღვა, სადაც შესაძლებელი იყო სასწავლო მასალების ჩამოტვირთვა;
- ლიდერის მოხსენება: მოვისმინეთ მოწინავე იდეები ჯონ კაოსგან (John Kao), მოსწავლეებში ინოვაციურობის კულტურისა და მეწარმეობის განვითარებასთან დაკავშირებით.
- კლასში OneNote-ის გამოყენების მაგალითი: ლორენ პიტმანი (Lauren Pittman), MIE ექსპერტი და დაწყებითში სპეციალური განათლების პედაგოგი, OneNote-ის Learning Tools-ს, იყენებს მოსწავლეებში წერისა და კითხვის უნარების გასაუმჯობესებლად.
- ვირტუალური ტური Skype-ის საშუალებით: დიან სმოკოროვსკი (Dyane Smokorowski), MIE ექსპერტი და Skype მასტერ-პედაგოგი, იყენებს Skype-ს, რათა გახსნას კლასის კედლები და მოსწავლეები დააკავშიროს სხვა ქვეყნებს. ეს ყველაფერი დამსწრე საზოგადოებამ დიანთან ერთად გამოსცადა.
- კლასში Minecraft-ის გამოყენების მაგალითი: მოგზაურობა მექსიკელ MIE ექსპერტთან, პატრისია რომეროსთან ერთად (Particia Romero), მან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ შეექმნა თანამშრომლობითი სწავლების გამოცდილება Minecraft-ის გამოყენებით.
- დისკუსია: მოვუსმინეთ მასწავლებლებს და მოსწავლეებს, რომლებმაც ისაუბრეს კონტენტის და კურიკულუმის შექმნის პირველ მცდელობებზე და თავიანთ გამოცდილებაზე ამ მიმართულებით.
ღონისძიებას უმასპინძლა ენტონი სალსიტომ (Anthony Salcito).