
International Staff Week 2025 - The Future of Education
ხუთშაბათი, 10 აპრილი, 2025
International Staff Week 2025- The Evolution of Education!
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა ტრადიციულად კვლავ უმასპინძლა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის უმნიშვნელოვანეს ინიციატივას – International Staff Week 2025-ს, რომელსაც 15-მდე უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა ევროპის, აზიისა და ამიერკავკასიის ქვეყნებიდან.
წლევანდელი საერთაშორისო კვირეული ეძღვნებოდა თემას განათლების გარდაქმნის შესახებ: “The Future University and AI-Driven Knowledge Ecosystem.”
კვირეულის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს აკადემიური და კულტურული გამოცდილება, იმსჯელეს გლობალურ გამოწვევებზე და დასახეს სტრატეგიული თანამშრომლობის მომავალი გეგმები. (31.03.25-4.04.25)