"ის რაც შესაძლებელია დღეს, წარმოუდგენელი იყო ორი ათეული წლის წინ" - ამგვარად დაახასიათა თანამედროვე ინტერნეტ ტექნოლოგიები ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, სტუდენტებთან შეხვედრისას. ეს მოსაზრება ისედაც ნათელია, უბრალოდ ამერიკის პრეზიდენტისაგან მსგავსი ფრაზა უფრო დამაჯერებლად ჟღერს. მართლაც ერთი შეხედვით მარტივი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს.
ბევრი ქართული კომპანია დღეს პროგრამისტებსა და სოციალური მედიის სპეციალისტებს ქირაობს, რათა მათი დახმარებით გაავრცელოს ინფორმაცია სოციალური მედიის არხებით. არადა ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება სულ უფრო ადვილი ხდება. უამრავი დამხმარე კომპიუტერული პროგრამისა თუ ონლაინ სერვისის საშუალებით, დღეს საკუთარი ძალებითაც არის შესაძლებელი იმის გაკეთება რისთვისაც სხვადასხვა კომპანია სპეციალისტებს იშველიებს.
29 ივნისს (2016) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის და ჯეოლაბის ორგანიზებით გაიმართა ღია ლექცია, სადაც საუბარი იყო სოციალური მედიის შესაძლებლობებზე და იმაზე თუ როგორც შეცვალა სოციალურმა მედიამ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ.
შეხვედრას უძღვებოდა სანდრო ასათიანი.