სიახლეები და ღონისძიებები

საჯარო ლექცია ტრანსნაციონალური ურთიერთობების თემაზე

საჯარო ლექცია ტრანსნაციონალური ურთიერთობების თემაზე

პარასკევი, 28 ნოემბერი, 2014

აჩვენე კალენდარზე

28 ნოემბერს (2014), ტრანსნაციონალური ურთიერთობების თემაზე გაუ-ში საჯარო ლექცია გაიმართა. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს ნიცის უნივერსიტეტის პროფესორი (სოფია ანტიპოლისის პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტი) ალექსანდრე დიურანი ეწვია. საუბარი საერთაშორისო ურთიერთობებში, ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში სპორტის როლს დაეთმო. ეს არის კრიზისული სიტუაციების განმუხტვისა და კონფლიქტების გადაჭრის ერთ-ერთი აპრობირებული საშუალება.

სპორტი აერთიანებს დაპირისპირებულ მხარეებს, ერთობლივი მატჩები თუ შეჯიბრებები, საერთო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ბაზების მშენებლობა ურთიერთობის აღდგენისა და მოგვარების კარგი დასაწყისია. ლექცია ინტერაქტიური იყო და სახელმწიფოთა თუ შიდა ურთიერთობის სხვადასხვა ინოვაციურ საშუალებას ეხებოდა. დისკუსიისას სტუდენტებმა შეკითხვები ძირითადად საქართველოს მაგალითებზე, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე დასვეს. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ალექსანდრე დიურანთან თანამშრომლობას  მომავალშიც განაგრძნობს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა