სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს პრეზიდენტის განცხადება!

GAU-ს პრეზიდენტის განცხადება!

სამშაბათი, 14 მაისი, 2024

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტის, რ. მაიკლ ქაუგილის განცხადება

,,ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი პატივს სცემს და მხარს უჭერს ყველა სტუდენტის, პროფესორ - მასწავლებლისა და თანამშრომლის სიტყვის თავისუფლების, კანონიერი და მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის  ფუნდამენტურ უფლებას.

Საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობებიდან გამომდინარე გვჯერა, რომ ნებისმიერი სახის ბულინგი და ძალადობა, ან რაიმე ფორმის ზეწოლა პირადი პოზიციის გამო ყველა მხრიდან დაუშვებელია. კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია პოლიტიკური ან რაიმე სხვა ნიშნით დისკრიმინაცია. ჩვენი არსებობის 20 წლიანი ისტორია სწორედ ამას ცხადყოფს.

გვესმის მიმდინარე პროცესების მნიშვნელობა, შესაბამისად სტუდენტებს, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის ფორმით არიან ჩართულნი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში, ლექციების აღდგენის შესაძლებლობა ექნებათ.  

Მათთვის კი, ვინც სწავლას აგრძელებს, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს  უწყვეტი აკადემიური პროცესის წარმართვას, რათა ყველას კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული.  

Ჩვენ მყარად ვდგავართ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ჩვენი საქმიანობით ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის დასავლური მომავლისთვის."


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა